რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ საწარმოს სთავაზობს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ საწარმოს სთავაზობს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას. ნედლი პროდუქციის შეტანა ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასაც შეეძლება. ინფორმაციას სააგენტო “ტასი” უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყება ევრაზიული ეკონომიკუკური კავშირის არაწევრი მესამე ქვეყნების მეწარმეთა რეესტრში ცვლიებებს შეიტანს.

როსსელხოზნადზორის განმარტებით, გადაწყვეტილება 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელიც შედგა როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ზურაბ ჩეკურიშვილთან, ასევე მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან.

ქვეყნებს პროდუქციის მიწოდება შეეძლებათ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების თანხმობის შემდეგ.

წყარო – რადიო თავისუფლება.