ბოლო ორი დღეა შაქარს დიდი რაოდენობით ყიდულობენ.

როგორც “პალიტრავიდეოს” სუპერმარკეტებში კონსულტანტები ეუბნებიან, ბოლო ორი დღეა შაქარს დიდი რაოდენობით ყიდულობენ. ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტი გვეუბნება, რომ გუშინ და დღეს ერთი მომხმარებელი საშუალოდ 10 კილოგრამ შაქარს ყიდულობდა. განსაკუთრებული მოთხოვნა წონის შაქარზეა, რის გამოც თითქმის არცერთ მაღაზიაში ამ დროისთვის აღარ არის.
რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვშია რიგ შემთხვევაში პრობლემა, იმიტომ, რომ ხდება პანიკური შესყიდვები, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პროდუქტების დეფიციტის საშიშროება ქვეყანაში არ დგას და მოსახლეობას მოუწოდა, პანიკური შესყიდვები არ განახორციელონ, რათა დეფიციტი ხელოვნურად არ შეიქმნას.