გერმანიის პოზიციამ შესაძლოა განხეთქილება შეიტანოს მოკავშირეების ერთიან პოზიციაში, დასაჯონ რუსეთი უკრაინასთან ომის გამო.

ოფიციალური ბერლინი SWIFT-ისგან მოწყვეტილი რუსული ფინანსური ინსტიტუტების სიის გაფართოების და ამ სიაში Sberbank ის დამატების წინააღმდეგია. ამის შესახებ არაერთი დიპლომატი საუბრობს და ამას მოწმობს დოკუმენტებიც, რომელსაც „ბლუმბერგი“ გაეცნო.

სბერბანკი, რომელიც რუსეთის საცალო დეპოზიტების დაახლოებით ნახევარს ფლობს, სვიფტიდან გათიშული ბანკების თავდაპირველი სიიდან ამოიღეს, თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაზე გაძლიერებული თავდასხმების ფეხდაფეხ, დასავლეთის მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმოდა მოწოდებები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების მხრიდან ჯარიმების გაძლიერების შესახებ. დოკუმენტების მიხედვით, ბოლო დღეებში ჩატარებულ დიპლომატიურ შეხვედრებზე გერმანიამ ამ ნაბიჯის გადადგმისას არაერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ, მათ შორის მინისტრებს.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საჯაროდაც გამოვიდა, სანქციების დაწესებისას თავშეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სანქციებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ენერგეტიკაზე. შოლცმა, ასევე, თქვა, რომ რუსეთიდან ნავთობის და გაზის მიწოდების შეწყვეტის წინააღმდეგია, რადგან ამას „არსებითი მნიშვნელობა“ აქვს ევროპული ეკონომიკისთვის და ცხადყოფს, რომ რუსეთიდან ენერგეტიკული იმპორტის გაგრძელება „გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა“.
გერმანიის პოზიციამ შესაძლოა განხეთქილება შეიტანოს მოკავშირეების ერთიან პოზიციაში, დასაჯონ რუსეთი უკრაინასთან ომის გამო.