მარია ზახაროვა აშშ-სა და კიევს უკრაინაში ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღებზე მუშაობაში ადანაშაულებს.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აშშ-სა და კიევს უკრაინაში ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღებზე მუშაობაში ადანაშაულებს.
ზახაროვა ადანაშაულებს აშშ-ს უკრაინა-საქართველოს ლაბორატორიებში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობაში
ზახაროვას თქმით, რუსეთმა 24 თებერვალს გაანადგურა საკუთარ საზღვრებთან ახლოს მყოფ უკრაინულ ლაბორატორიებში “ბიოლოგიური იარაღისთვის” საჭირო არსებული “კომპონენტები”.
რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა საუბარში კიდევ ერთხელ ახსენა საქართველოში მყოფი ლუგარის ლაბორატორია.
“ამაზე 2020 წელსაც ვსაუბრობდით, პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ს სამხედრო-ბიოლოგიურ აქტიურობაზე შეშფოთებას გამოვთქვამდით. ჩამოვთვლი რა რაოდენობის მასალებსა და განცხადებებს ვაკეთებდით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბიოლაბორატორიასთან დაკავშირებით, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც. შეკითხვების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო აშენებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტის საქმიანობაზე, საუბარი ეხება უშუალოდ საქართველოს. იქ იმართებოდა აშშ-სა და საქართველოს სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევები”. – თქვა ზახაროვამ.