უკრაინის მთავრობას მარიუპოლში, ხერსონში, ხარკოვში ქალები და ბავშვები მძევლად ჰყავს აყვანილი.

უკრაინის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და მათ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით მხოლოდ იმიტომ არ უშვებს, რომ თავი დაიცვას.

შოთა მარტინენკო: “უბრალოდ ცოცხალ ფარად იყენებენ იქ მოსალხეობას და ეგ არი მათი თავდაცვის ერთადერთი რეალური ტაქტიკა იმიტომ, რომ მაგალითად მარიუპოლში რომ არ იყოს მშვიდობიანი მოსახლეობა, იქ მყოფ უკრაინულ ძალებს საარტილერიო დამუშავებით ძაან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდნენ.”

ამავე დღეს ობიექტივის ეთერში პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ცხორაგაულმა აღნიშნა, რომ უკრაინა სამშვიდობო კორიდორებზე უარს აცხადებს და მარიუპოლთან მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებს. ამ თემაზე 7 მარტს ფეისბუკ მომხმარებელმა ლელა პრაგა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ უკრაინის მთავრობას მარიუპოლში, ხერსონში, ხარკოვში ქალები და ბავშვები მძევლად ჰყავს აყვანილი და მათ რუსეთის მიერ შეთავაზებულ რაიონებში წასვლის საშუალებას არ აძლევს.