გავიგეთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდება“ – ზელენსკი. მაგრამ ჩვენები როდის მიხვდებიან…

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფება შეაფასა. მისი თქმით, კიევს უკვე მიახვედრეს, რომ ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკა უკრაინაზე არ ვრცელდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ლონდონში მიმდინარე Joint Expeditionary Force-ზე ონლაინგამოსვლისას განაცხადა.

„გასაგებია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის; ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში ღია კარის შესახებ გვესმოდა, მაგრამ ახლა ასევე გავიგეთ, რომ იქ ჩვენ არ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამის გაგებას იწყებს და ჩვენს თავსა და პარტნიორებზე ამყარებენ იმედებს, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.