აზოვსტალის იატაკქვეშეთში ამჟამად ორასიოდე დაჭრილია, რომლებიც ვერ ღებულობენ სამედიცინო დახმარებას-კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, რომლის მებრძოლები მარიუპოლის წმენდას ფაშისტური აზოვის მებრძოლებისგან განაგრძობენ და აზოვის გარდა, კანონიერ უკრაინულ შენაერთებთანაც არაერთხელ მოუწიათ აქამდე ბრძოლა, იმ უკრაინელ მებრძოლებს უხდის მადლობას, რომლებიც 12 აპრილს ტყვედ ჩაბარდნენ რუსებს. კადიროვი დანარჩენ უკრაინელებსაც პირდება ადამიანურ მოპყრობას და სახლებში დაბრუნებას, თუკი ისინი, „აზოვსტალის“ მიწისქვეშეთში ჩარჩენილები, უაზრო წინააღმდეგობას შეწყვეტენ:

რამზან კადიროვმა უკრაინელ საზღვაო ქვეითებს მადლობა გადაუხადა და ახალი მიმართვა გაავრცელა
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ათასზე მეტი საზღვაო ქვეითი დღეს, მარიუპოლში, ტყვედ ჩაბარდა. მათ შორის ასეულობით დაჭრილია. მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. უკრაინული დაჯგუფებები ყოველ დღე ერთი მეორის მიყოლებით მარცხდებიან. უკრაინის ჯარის მებრძოლებმა არ იციან, რა მოუხერხონ დაჭრილებს, არ ესმით, ვის მიმართონ და რა აკეთონ შემდგომში – წინააღმდეგობა ხომ უსარგებლოა, საბრძოლო ძალები კი პრაქტიკულად, აღარ დარჩათ. მოქმედებენ მხოლოდ ცალკე აღებული, მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებსაც რატომღაც ეშინიათ რუსულ ჯარებთან თეთრი დროშით გამოსვლა.

ნუ გეშინიათ. იფიქრეთ თქვენს ოჯახებზე, დაჭრილებზე, თქვენსა და სხვათა სიცოცხლეებზე, იმაზე, რომ ბრმა ტყვიას შეუძლია სახლში ტრაგედიის მოტანა.

აზოვსტალის იატაკქვეშეთში ამჟამად ორასიოდე დაჭრილია, რომლებიც ვერ ღებულობენ სამედიცინო დახმარებას. მათთვისაც და ყველა სხვებისთვისაც, უმჯობესია, დასრულდეს ეს უაზრო ბრძოლა და დაუბრუნდნენ მშობლიურ სახლებს.

მადლობა მათ, ვინც ასეთი ნაბიჯი გადადგა. რუსეთის ჯარები ნებისმიერ შემთხვევაში მაინც განაგრძობდნენ მარიუპოლის გათავისუფლებას, გამარჯვებამდე. ამიტომ, თქვენი დღევანდელი ნაბიჯი გაცნობიერებული არჩევანია ზედმეტი და უაზრო სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. მოგმართავთ ყველას, ვინც ჯერ კიდევ იმალებით კომბინატის სარდაფებსა და გვირაბებში: თქვენ იცით, რომ ჩვენ ტყვეებს ადამიანურად ვეპყრობით. გამოდით! იფიქრეთ თქვენს საკუთარ და სხვათა ოჯახებზე, როგორც ეს დღეს გააკეთა ათასზე მეტმა საზღვაო ქვეითმა“ – ასე მიმართა რამზან კადიროვმა უკრაინელ მებრძოლებს.