ყველას, ვინც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფება, იარაღის დაყრის შემთხვევაში სიცოცხლე შეუნარჩუნდება–ვლადიმერ პუტინი.

ყველას, ვინც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფება, იარაღის დაყრის შემთხვევაში სიცოცხლე შეუნარჩუნდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ეროვნული ბატალიონების სამხედროებს და უცხოელ დაქირავებულებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ღირსეული მოპყრობა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება”, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აზოვსტალზე“ თავდასხმის გაუქმების ბრძანებისა და გარანტიების გაცემის მიუხედავად, „კიევის ხელისუფლება არ აძლევს მებრძოლებს იმის უფლებას, რომ დანებდნენ“.