მოქალაქეები ძაან დიდ და საბედისწერო შეცდომაშია შეყვანილი.

უკრაინულ ბუჩაში მომხდარი ტრაგედია არა რუსი, არამედ უკრაინელი სამხედროების ნახელავია:

„მასობრივი მკვლელობების ხმამაღალი ფაქტები, რომლებიც დასავლურმა პოლიტიკამ და ჟურნალისტიკამ (მით უმეტეს, უკრაინულმა) რუსეთს მიაწერეს, მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ქსელში გავრცელდა ფრიად რეალური შემთხვევები (ფაქტები) რუსი სამხედრო ტყვეების წამებისა უკრაინელი სამხედროების მიერ. ასევე გავრცელდა საშინელი კადრები, რომლებიც უფრო ადრე, ომამდეა გადაღებული და რომლებზეც ასახულია, თუ როგორი წარმოუდგენელი მეთოდებით უსწორდებიან უკრაინაში სამოქალაქო პირებს – მათ, ვისაც რუსეთი იზიდავს და არ ეთანხმებიან ნაცისტურ რეჟიმს. მე თავად დავუგზავნე ეს ვიდეოები ზოგიერთ დასავლელ ჟურნალისტსა და უფლებადამცველ ორგანიზაციას, მათ შორის, “ემნესტი ინტერნეშენელის“ კავკასიურ ბიუროს გერმანიაში. უკრაინულმა მხარემ ეს საშინელი ფაქტები ბუჩას საშინელი ფაქტებით „გადაფარა“, როდესაც ამ ტრაგედიის ავტორობა რუსეთის ჯარებს მიაწერა.მე ასევე დამაეჭვა ფაქტმა, თუ როგორ იწვნენ გვამები ბუჩაში. ბევრი მათგანი განლაგებული იყო ქუჩების კიდეებზე, გარკვეული დისტანციით. რუსეთში ყველამ შეამჩნია გვამებზე თეთრი სამკლაურები, რის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნა, რომ ესენი არიან „პრორუსული“ ადამიანები, რომლებიც უკრაინელმა დამსჯელებმა დახოცეს და ისინი რუსების მსხვერპლად გაასაღეს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ლოგიკური ახსნაა“.

გულბაათ რცხილაძე.