ეპარქიის მმართველს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ უკანონოდ ზის დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში

ეპარქიის მმართველს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ უკანონოდ ზის დეკანოზი ციხეში, მან ჩემზე უკეთესად იცის და ნაწილობრივ კიდეც დაადასტურა, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, თუმცა წელიწადნახევარი გავიდა და ეპარქიას ხმა არ ამოუღია მღვდლის დასაცავად, მეუფე იაკობი ამბიონიდან ილანძღება, ეს ყველაფერი მიმართულია ეპარქიის წინააღმდეგ, მაგრამ ეპარქია დუმს, მეუფემ მინიმუმ საწინააღმდეგო განცხადება უნდა გააკეთოს”-განაცხადა დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ.

მამალაძის ოჯახის წევრების ბრალდებას უპასუხა ეპარქიის პრესსპიკერმა. იოანე გორელიშვილის განმარტებით მეუფე დიმიტრი მამალაძის უდანაშაუობასთაბ დაკავშირებით არავითარ საიდუმლოს არ ფლობს და მიუხედავად ამისა ეპისკოპოსმა მისი შეწალების მოთხოვით პრეზიდენტს მაინც მიმართა.

მისივე განმარტებუთ მეუფე დიმიტრი სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება, რის გამოც აქციის მონაწილეებს ვერ შეხვდება.

“მეუფე დიმიტრის არავითარი დუმილი არ აქვს დასარღვევი. მეუფე დარწმუნებული რომ იყოს მის სრულ უდანაშაულობაში ასე უმოქმედოდ არ იქნებოდა. ჩვენი მივმართეთ შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა არ შეიწყალა.” – განაცხადა ეპარქიის პრესსპიკერმა მამა იანე გორელიშვილმა

თავდაპირველად აქცია სლოგანებით – “მღვდელმთავარს მხოლოდ უფლის შიში მართებს”, “მეუფეო შეწყვიტეთ დუმილი, თქვით სიმართლე” – დაიწი, თუმცა საპატრიარქოს პრესსპიკერის განოჩენის შემდეგ მშვიდობიანი აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოს უმოქმედობაში და უსამართლოდ დაკავებული ადამიანის დასახმარებლად საიდულო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ.ipress.ge