კიმ ჩენ ინი პუტინს გამარჯვების დღეს ულოცავს და იმედოვნებს, რომ უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობა სტაბილურად განვითარდება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გამარჯვების დღე მიულოცა და მისალოცი წერილი გაუგზავნა. მილოცვაში რუსეთის მიმართ კიმ ჩენ ინი თავისი ქვეყნის მტკიცე სოლიდარობას გამოხატავს.

9 მაისს გაგზავნილ წერილში კიმმა მტკიცე სოლიდარობა გამოხატა რუსი ხალხის საქმის მიმართ, რომ აღმოფხვრან პოლიტიკური და სამხედრო საფრთხე და შანტაჟი მტრული ძალების მხრიდან.

მან ასევე გამოხატა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება.
presa.ge