ოჯახის ინსტიტუტის ნგრევა, როგორც იტყვიან, არახალია _ ეს პროცესი გასული საუკუნის 20-იან წლებში წამოიწყო ბოლშევიკების სიონისტურმა ფრთამ ლევ ტროცკის მეთაურობით და არცთუ წარუმატებლად. რუსეთის უზარმაზარი იმპერიის ტერიტორიაზე დაანგრიეს ათასობით ეკლესია-მონასტერი, დახვრიტეს ათასობით მღვდელ-მონაზონი. რაც შეეხება ოჯახის ინსტიტუტთან ბრძოლას, ეს პროცესი მიმდინარეობდა ცნობილი “პროსტიტუტკა” ბოლშევიკის, ალექსანდრა კოლონტაის, მიერ შექმნილი თეორიის მიხედვით, რომლის მოკლე შინაარსი ასეთი იყო: რა საჭიროა ცოლი და ქმარი, სიყვარული, ცოლ–ქმრული ერთგულება, ქორწინების ოფიციალური რეგისტრაცია და ა.შ. მთავარია, პროლეტარებმა შვან პროლეტარები; მაშინვე გაჩნდა ტერმინები: ჩაგრული ქალები, ემანსიპაცია და ა.შ. ნაცნობი სურათია, არა? საბედნიეროდ, კოლონტაი-ტროცკის გარყვნილებას სტალინმა მოუღო ბოლო 1933 წლის დეკემბერში გამოცემული კომუნისტური პარტიის ცკ-ის დადგენილებით. მას შემდეგ სსრკ-ში გაძლიერდა ოჯახის ინსტიტუტი ლოზუნგით: “თითოეული ოჯახი პატარა უჯრედი და დიდი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია”… ხომ ნაცნობი სურათია-მეთქი? _ ვიკითხე ზემოთ. და მართლაც, საუკუნისწინანდელ მორალურ-ზნეობრივ პრობლემებს დაემატა თითიდან გამოწოვილი პრობლემა, რომელსაც ე.წ. ოჯახური ძალადობა ჰქვია. თითქოს ქართველი მამაკაცები მხოლოდ იმიტომ ქორწინდებიან, რომ ცოლებს ცემა–ტყეპაში ამოჰხადონ სული, მშობლებმა კი შვილებს დაახიონ ყურები. სინამდვილეში კი რა ხდება? _ დასავლელი ნეოლიბერასტები განსაკუთრებით ოჯახის ინსტიტუტს ებრძვიან და ამ ბრძოლის საბოლოო მიზანია ის, რომ ოჯახში არ არსებობდეს უფროს-უმცროსი, ოჯახის თავი, დიასახლისი, დიასახლისობა, რომელიც კომუნისტების პერიოდში საპატიო პროფესიად ითვლებოდა. დღეს ე.წ. ადამიანის უფლებების კამუფლაჟით ბავშვს ყველაფრის უფლება აქვს, მშობელს _ არაფრის! ასე გასინჯეთ, ნარკოტიკის მიღება რომ აუკრძალოს მამამ შვილს, შვილმა პატრულში ერთი დარეკვით შეიძლება შიო კობიძესავით ციხეში მიუჩინოს ადგილი თავის მამას.
რა, ასეთი რამ დღეს შეუძლებელი გგონიათ? კი, ბატონო, ჯერჯერობით მასეა, მაგრამ ცოტა ხნის წინათ ვერავინ იფიქრებდა, რომ რუსთაველის გამზირი სამი დღის განმავლობაში ოკუპირებული ექნებოდათ ნარკომან-ბარიგებს, რომლებმაც საწადელს მიაღწიეს ჯერჯერობით მხოლოდ ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების მიმართ _ რამდენიც გინდა, ქაჩე მარიხუანა, ჯიბეც “პლანით” გქონდეს გამოტენილი, საკუთარ ბინაში, ასემც გიქნია, მარიხუანის პლანტაცია გაგიშენებია, კაციშვილი ხმას ვერ გაგცემს. ანალოგიურ შედეგს მივიღებთ ე.წ. მძიმე ნარკოტიკების მიმართაც, რადგან ეს “ჯერჯერობით” დიდხანს ვერ გაგრძელდება და მძიმე ნარკოტიკების მოხმარება, შეძენა-შენახვის ლეგალიზაცია მხოლოდ დროის ამბავია.
და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? _ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ევროპა–ამერიკა და მათ მიერვე გულუხვად დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო მესამე სექტორი სახალხო დამცველის მეთაურობით. ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ, რომ იტყვიან, “აახვევინა” ჯორჯ სოროსის “ასოებს” (არასამთავრობო ორგანიზაციებს) ან, თუ არ “აახვევინა”, პოლიტიკური საქმიანობა (რუსეთი) აუკრძალა. ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ასოების მფარველი აშშ-ის ელჩი კაბინეტიდან გააპანღურა და ჩვენ რას ვშვრებით საქართველოში? ქვეყანა, პრაქტიკულად, სახალხო დამცველის ოფისიდან იმართება _ ნინო ლომჯარიას პირით ხომ აშშ–ის ელჩი ელაპარაკება საქართველოს უთავმოყვარეო ხელისუფლებას; სად გაგონილა, რომელ ქვეყანაში, რომ “ასოები” რომელიმე მინისტრის მოხსნა–დანიშვნას ითხოვდნენ? ყოველივე ზემორე თქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ე.წ. მესამე სექტორი კლასიკური ტიპის მეხუთე კოლონაა საქართველოში, ხოლო სახალხო დამცველი _ ამ მე-5 კოლონის რეზიდენტი.
თუ ხატოვანად ვიტყვით, საქართველოს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი კი არ მართავს არაფორმალურად, არამედ კაპიტანი ეკა გიგაურები და ეფრეიტორი ნინო ლომჯარიები და, აქედან გამომდინარე, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის უპირველესი ამოცანა, გამოსოროსირებული “ასოების” პარპაშის ალაგმვა უნდა იყოს.
და, საერთოდაც, ჩემი აზრით, საქართველოს სახალხო დამცველი ჩვენი ლიბერასტული პარლამენტის (წაიკითხე, აშშ-ის საელჩოს) მიერ კი არ უნდა ინიშნებოდეს, საყოველთაო, პირდაპირი კენჭისყრით უნდა ირჩეოდეს! ასეთ შემთხვევაში 8 შვილის მამას, დიმიტრი ლორთქიფანიძეს მხარდამჭერთა 70-ათასიან სიას თავზე ვერ გადაახევდნენ და სახალხო დამცველად ეფრეიტორ ნინო ლომჯარიას ვერ წამოგვისკუპებდნენ…
დავით მხეიძე. გაზეთი საქართველი და მსოფლიო
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი