მთელს საქართველოში შევაგროვეთ ხელმოწერები მოთხოვნით, რომ საქართველო უნდა იყოს განსაკუთრებული სტატუსის მქონე ნეიტრალური ქვეყანა. არც დასავლეთი, არც ჩრდილოეთი.

საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი” ქვეყნისთვის განსაკუთრებული ნეიტრალიტეტის სტატუსს ითხოვს. ორგანიზაციის წევრებმა, რომლებიც საგანგებოდ თბილისიდან და ქუთაისიდან ჩამოვიდნენ, საკუთარ ინიციატივაზე ზუგდიდში ისაუბრეს, ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად. მათი თქმით, ეს ერთადერთი გამოსავალი და სწორი არჩევანი იქნება იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს და განვითარდეს. კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც დღევანდელ აქციაზე “ეროვნული ფრონტის” წევრებმა გააჟღერეს, არსებული კაპიტალისტური სისტემის ახალი მოდელით ჩანაცვლებაა, რადგან ძველმა ფორმაციამ, მათივე განმარტებით თავი ამოწურა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არავინ აფინანსებთ და აქტივობებს საკუთარი ძალისხმევით და ფინანსური რესურსით ახორციელებენ.

“საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის” თავმჯდომარე მანანა საღლიანმა “ლაივპრესს” უთხრა, რომ ქვეყანამ ყველა სახელმწიფოსთან თანაბრად უნდა შეინარჩუნოს კეთილმეზობლური ურთიერთობები, და ეს განწყობები არ დაყონ იმის მიხედვით, “ვინ ჩრდილოელია, ვინ დასავლელი”.

მანანა საღლიანის თქმით, ამ მოთხოვნით უკვე 2 მილიონამდე ხელმოწერა შეაგროვეს და საკუთარი წინადადება გააცნეს მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებს. ასევე, თბილისში მოქმედ საელჩოებს.

“ეს ორგანიზაციები – “საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი”, “ეროვნული თანხმობის კომიტეტი”, შექმნილია საქართველოში მოსული სიტყვის სახით. მეორედ მოსვლასთან არის კავშირში და ასოცირდება. ამ სიტყვის განვრცობისთვის, საზოგადოებაში რომ გაგვეტანა, ამიტომ ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაციები. დღიდან დაარსებისა ემსახურება ერთ რამეს – რომ როცა მეორედ მოსვლაზე ვსაუბრობთ და მის პრინციპებზე, აუცილებელია ქვეყანაში შეიცვალოს მართვის არსებული პოლიტიკური სისტემა.

საკითხი წყდება პოლიტიკურად და არა რელიგიურად. ყველა ბერკეტი არის პოლიტიკაში. პოლიტიკაში ამოსავალი წერტილია კონსტიტუცია და ჩვენ შევასრულეთ კონსტიტუციური ნორმა. მთელს საქართველოში შევაგროვეთ ხელმოწერები მოთხოვნით, რომ საქართველო უნდა იყოს განსაკუთრებული სტატუსის მქონე ნეიტრალური ქვეყანა. არც დასავლეთი, არც ჩრდილოეთი.