რუსული მედია ღარიბაშვილის გადაწყვეტილებებს დადებითად აფასებს.

საქართველომ რუსეთთან მშვიდობის პირობა დადო და არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა რია ნოვოსტი და საქართველოს პრემიერმინისტრს განცხადებებს უწონებს.

საქართველომ რუსეთთან მშვიდობის პირობა დადო და არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება- რუსული მედია ღარიბაშვილის გადაწყვეტილებებს დადებითად აფასებს
სტატიის ავტორი წერს რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას რუსეთთან მშვიდობის გარანტია მისცა. რუსული მედია დადებითად აფასებს იმ ფაქტსაც რომ საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.