აზოვსტალის დაბომბვა რუსულმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემამ „გრადმა“ განახორციელა 9M22C ტიპის ცეცხლგამჩენი უმართავი რაკეტებით. აზოვსტალის დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა.

მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, თუ როგორ იბომბებოდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ (რომელსაც თავს აფარებენ “აზოვის“ და სხვა უკრაინული დანაყოფების ალყაში მოქცეული მებრძოლები) ქარხანა ერთგვარი „ცეცხლოვანი სეტყვით“, რომლებიც მიწაზე დაცემისთანავე ცეცხლის კერებს აჩენდნენ…

ამ საშინელი კადრების კომენტირებისას ხაზგასმული იყო, რომ რუსეთის არმიამ აზოვსტალის დამცველები პირველად დაბომბა ფოსფორის ბომბებითო…

სინამდვილეში ფოსფორის ბომბის სამხედრო განმარტება არ არსებობს, ხოლო აზოვსტალის დაბომბვა რუსულმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემამ „გრადმა“ განახორციელა 9M22C ტიპის ცეცხლგამჩენი უმართავი რაკეტებით.

ჩამოვარდნილი და აუფეთქებელი „გრადის“ ცეცხლგამჩენი რაკეტის ქობინიდან გადმოყრილი მაგნიუმის შენადნობის შავი ფერის ექვსკუთხა ცეცხლგამჩენი ელემენტები
ეს რაკეტა ფაქტობრივად იდენტურია „გრადის“ მსხვრევად-ფუგასური ქობინის მქონე რაკეტების, ოღონდ რაკეტის თავის ნაწილში მსხვრევად-ფუგასურის ნაცვლად, 180 ცალი ცეცხლგამჩენი ელემენტია განთავსებული (ანუ ფაქტობრივად, კასეტური ტიპის შეიარაღებას წარმოადგენს), რომლებიც ჰაერში იფანტებიან და მიწაზე დაცემისას არანაკლებ ორი წუთი 2 ათას გრადუსზე მეტი ტემპერატურის გამოყენებით იწვიან და ხანძრის კერებს აჩენენ, ადამიანის სხეულზე მოხვედრისას კი საშინელ დამწვრობას იწვევენ…

მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, ცეცხლგამჩენი ბომბებისა და რაკეტების გამოყენება საბრძოლო მოქმედებების დროს, აკრძალული არ არის.

ჩვეულებრივი შეიარაღების კონრეტული სახეობების შესახებ კონვენციის პროტოკოლის მესამე ნაწილი გარკვეულწილად არეგულირებს მის გამოყენებას ომების დროს, ოღონდ ცოტა უცნაურად-კრძალავს დასახლებულ პუნქტებში ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის ჰაერით მიტანას (ავიაბომბებითა და „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტებით), თუმცა უშვებს მის გამოყენებას სახმელეთო საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით… გრადის“ ცეცხლგამჩენი რაკეტის ქობინში მოთავსებული 180 ერთეული ცეცხლგამჩენი ელემენტი წარმოადგენს მაგნიუმის შენადნობისგან დამზადებულ ექვსკუთხა შავი ფერის კაფსულას, რომელშიც ჩაპრესილია პიროტექნიკური შემადგენლობა-რაკეტის მიწაზე დაცემამდე ჰაერში გაფანტულ ამ ცეცხლგამჩენ ელემენტებში ჯერ ინიცირდება პიროტექნიკური შემადგენლობა, რომელიც მაგნიუმის შენადნობიან კორპუსს აალებს, რისი ჩაქრობაც წყლით უბრალოდ შეუძლებელია…

რუსული „გრადი“ „აზოვსტალისკენ“ ცეცხლგამჩენ რაკეტას ისვრის…
ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბები და რაკეტები მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოირჩევიან მოწინააღმდეგის შეიარაღების იმ საწყობების გასანადგურებლად, რომლებიც ღია ცის ქვეშაა განთავსებული, მით უმეტეს თუკი ამ საწყობებს გადამხმარი ბალახიც თან „ახლავს“.

ამ ცეცხლგამჩენი ელემენტების ჯავშანტენიკის კორპუსზე მოხვედრამ შეიძლება ტანკს ბევრი ვერაფერი დაუშავოს, მაგრამ მსუბუქად შეჯავშნული და ასევე შეუჯავშნავი ტექნიკის აალება გამოიწვიოს.

ცეცხლგამჩენი რაკეტით შორი მანძილიდანაც შეიძლება დივერსიის მოწყობა ტყის მასიური ხანძრების გაჩენის სახით…

„აზოვსტალის“ მიწისქვეშა კატაკომბებს თავშეფარებულ უკრაინელ მებრძოლებს ეს რუსული „ცეცხლოვანი სეტყვა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა, იმ შემთხვევის გარდა, თუკი ისინი დაბომბვის მომენტში ზემოთ არ იყვნენ ამოსულნი და მოხვდნენ დაბომბვის არეალში.

უბრალოდ, ამ კონკრეტულმა დაბომბვამაც, რაც ცეცხლგამჩენი რაკეტებით განახორციელეს რუსმა ოკუპანტებმა, გამოაჩინა, რომ „აზოვსტალის“ მიწისქვეშა კატაკომბებიდან „აზოველების“ ამოსაყვანად რუსი გენერლები ყველა ხერხს მიმართავენ.

მართალია, ისინი ვერ გაბედავენ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაგრამ დიდი ალბათობით დაიწყებენ მოცულობით ფეთქებადი საავიციო ბომბების ჩაყრას „აზოვსტალის“ საამქროებში-მოცულობით ფეთქებადი ბომბები, რომლებსაც არასწორად ვაკუუმურ ბომბებსაც. იმ საწყობების გასანადგურებლად, რომლებიც ღია ცის ქვეშაა განთავსებული, მით უმეტეს თუკი ამ საწყობებს გადამხმარი ბალახიც თან „ახლავს“.

ამ ცეცხლგამჩენი ელემენტების ჯავშანტენიკის კორპუსზე მოხვედრამ შეიძლება ტანკს ბევრი ვერაფერი დაუშავოს, მაგრამ მსუბუქად შეჯავშნული და ასევე შეუჯავშნავი ტექნიკის აალება გამოიწვიოს.

ცეცხლგამჩენი რაკეტით შორი მანძილიდანაც შეიძლება დივერსიის მოწყობა ტყის მასიური ხანძრების გაჩენის სახით…

„აზოვსტალის“ მიწისქვეშა კატაკომბებს თავშეფარებულ უკრაინელ მებრძოლებს ეს რუსული „ცეცხლოვანი სეტყვა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა, იმ შემთხვევის გარდა, თუკი ისინი დაბომბვის მომენტში ზემოთ არ იყვნენ ამოსულნი და მოხვდნენ დაბომბვის არეალში.

უბრალოდ, ამ კონკრეტულმა დაბომბვამაც, რაც ცეცხლგამჩენი რაკეტებით განახორციელეს გამოაჩინა, რომ „აზოვსტალის“ მიწისქვეშა კატაკომბებიდან „აზოველების“ ამოსაყვანად რუსი გენერლები ყველა ხერხს მიმართავენ.

მართალია, ისინი ვერ გაბედავენ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაგრამ დიდი ალბათობით დაიწყებენ მოცულობით ფეთქებადი საავიციო ბომბების ჩაყრას „აზოვსტალის“ საამქროებში-მოცულობით ფეთქებადი ბომბები, რომლებსაც არასწორად „ვაკუუმურ ბომბებსაც“ ეძახიან, სწორედ სარდაფებში თუ გამოქვაბულებში თავშეფარებულების გასანადგურებლად გამოიყენება-მიწისქვეშა ბუნკერში მყოფთ ვერაფერს დააკლებს მიწის ზედაპირზე აფეთქებული ჩვეულებრივი მსხვრევად-ფუგასური ბომბი (აკი ჩამოუგდეს კიდეც „აზოველებს“ რამდენჯერმე 3 ტონიანი ფუგასური საავიაციო ბომბები), მაგრამ მოცულობით ფეთქებადი საავიაციო ბომბის მიწაზე დავარდნამდე მის კორპუსში მაღალი წნევით ჩაჭირხნული აირი წამის მეათედებში გამოიტყორცნება და აირის ნაკადის დიდი სიჩქარით მიწისქვეშა თავშესაფრის ყველა კუთხეში აღწევს, რის შემდეგაც ხდება ამფეთქის ინიცირება. kvirispalitra. აზოვსტალის დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა,” – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს „აზოვსტალის“ დამცველების გასათავისუფლებლად, თუმცა ზუსტი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია.

ამასთან, ანა მალიარმა აღნიშნა, რომ ქარხანაში სამხედრო ოპერაციისა და ბლოკადის განხორციელება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამას აუცილებლად გააკეთებდნენ.

„ჩვენ შევძელით ამის გულწრფელად თქმა ახლობლებისთვის, რადგან მათ აქვთ ამის ცოდნის უფლება. ის წინადადებები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში – მოდი, გავაკეთოთ ეს, მოდი გავაკეთოთ ის – რეალურად უკვე გაკეთდა, უბრალოდ, პუტინი არ იძლევა თანხმობას, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ ჩვენი აზოვსტალის დამცველები. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გადავარჩინოთ აზოვსტალის დამცველები, რომლებიც დღეს რეალურად ფარავს უკრაინის ბევრ რეგიონს, რადგან მარიუპოლის დაცვა რუსული ჯარის დიდი რაოდენობის კონცენტრირებას იწვევს, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან უკრაინის სხვა რეგიონებში“, – აღნიშნა მალიარმა. mcm.ge. მარიუპოლის მცველები, რომლებიც ბლოკირებულ ქარხანაში იმყოფებიან, უკანასკნელი ბრძლისთვის ემზადებიან. ამის შესახებ “აზოვის” ბატალიონის ერთ-ერთი წევრის მეუღლე აცხადებს. მისი თქმით, მებრძოლებს პესიმისტური განწყობა აქვთ, რადგან გადარჩენის იმედი აღარ დარჩათ.

ზევით თითქმის არ ადიან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წყალი ან საკვები სჭირდებათ. დროის დიდი ნაწილს ბუნკერში ატარებენ. განწყობა პესიმისტური აქვთ, რადგან გადარჩენის იმედი აღარ აქვთ. ბოლო ბრძოლისთის ემზადებიან, რადგან საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების არ სჯერათ, – ამბობს ეკატერინა.

ამასთან, ქალმა ხაზი გაუსვა, რომ მეომრებს უკრაინის მთავრობის და საერთაშორისო თანამეგობრობის სჯერათ, რომლებიც “აზოვსტალიდან” მათ გამოყვანას ცდილობენ.

უკრაინელი დამცველის ცოლმა აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში ყოფნა ძალიან რთულია: ადამიანები იღუპებიან, დაჭრილები წვალობენ, საკვები და წყალი თითქმის არ აქვთ. რაც შეეხება წყალს, მებრძოლები დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა ტექნიკურ წყალს იღებენ.
1 tv.