ვლადიმერ პუტინი უკრაინულ ხორბალზე – ჩვენ ხომ არ დაგვინაღმავს პორტების მისადგომები, ეს უკრაინამ დანაღმა. რუსეთს შეუძლია ხორბლის ექსპორტი 37 მილიონი ტონის ნაცვლად, 50 მილიონ ტონამდე გაზარდოს.

პუტინის თქმით, რუსეთი ხელს არ უშლის უკრაინული ხორბლის გატანას.

„რაც შეეხება უკრაინის ხორბლის გატანას. ჩვენ ამას ხელს არ ვუშლით. ამასთან, არსებობს ხორბლის გატანის რამდენიმე მეთოდი“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

მისი თქმით, პირველი მეთოდია ის, რომ გაიტანონ იმ პორტებიდან, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს, პირველ რიგში, შავი ზღვის აუზიდან – ოდესიდან უახლოეს პორტებში.

„ჩვენ ხომ არ დაგვინაღმავს ამ პორტების მისადგომები. ეს უკრაინამ დანაღმა“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ხორბლის ექსპორტი 37 მილიონი ტონის ნაცვლად, 50 მილიონ ტონამდე გაზარდოს.