მოვუწოდებ “ნაციონალურ მოძრაობას” – შორს ზაზა სალარიძისგან თქვენი ბინძური და სისხლიანი ხელები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამართალი უნდა აღსრულდეს და ამ მოცემულობას ალტერნატივა არ აქვს.
“ბატონმა ზაზა სალარიძემ დაკარგა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი შვილი და მან აუცილებლად უნდა იპოვოს სამართალი. პირადად მე და ყველა ჩემი თანაგუნდელი საგამოძიებო კომისიით თუ მის გარეშე სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებთ ბატონ ზაზას. სამართალი უნდა აღსრულდეს და ამ მოცემულობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვეობით გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს ჩვენს საზოგადოებას. აქვე მინდა მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას: შორს ზაზა სალარიძისგან თქვენი ბინძური და სისხლიანი ხელები, რადგანაც ბატონი ზაზა სალარიძის ტრაგედია სრულიად საქართველოს ტრაგედიაა, გამონაკლისს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს, რომლისთვისაც ნებისმიერი ადამიანის ტკივილი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების გამომუშავების წყაროა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ავტორი: გურიის მოამბე