სამი წლის წინანდელია…

რუსეთი უბრალოდ, იძულებული იყო, ეცნო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, ერების დასაცავად. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხალხი, რომელიც საქართველოში ანტირუსულ განწყობებს აღვივებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოსა და მის მოსახლეობას.

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებზე საუბრისას თქვა, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ავტონომიების გაუქმებით იგნორირება გაუკეთა მძიმე მემკვიდრეობას, რამაც ძმათამკვლელი ომი გამოიწვია.

ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს, მთლიანად – ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს, ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. შემდეგ, სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა, არ ყოფილა არავითარი საქართველო. როდესაც დაიშალა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ აფხაზეთის შთანთქმა სცადა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანული ჯარების დახმარებით, 1918 წელს, საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. ოკუპანტები ძალიან მკაცრად იქცეოდნენ. უფრო მკაცრად მოიქცა ქართული ჯარი ოსეთში, 1919-1920 წლებში. ეს არის ის, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს. არ შეიძლება ამის დავიწყება, თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სტალინის დროს შეიქმნა და აფხაზეთი მისი ნაწილი გახდა. ენკავედე-მ ბერიას ხელმძღვანელობით აფხაზეთში უმკაცრესი ზომები მიიღო, რომლის მიზანი საქართველოს მიერ აფხაზეთის შთანთქმა იყო. ეს მძიმე მემკვიდრეობა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა-ვლადიმერ პუტინი.