სიმართლე ჩვენ მხარესაა – ლუკაშენკო კირილს

რუსეთის პატრიარქი კირილი მინსკს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. ქვეყნის პრეზიდენტმა კირილის ვიზიტს კარგი ნიშაინი უწოდა:

“რთული დროა. რა კარგია, რომ თქვენს მიწაზე მოხვედი. თქვენთვის უცხო არ არის. ჩვენი ხალხისთვის ეს კარგის ნიშანია. ასეთი ერთიანობის, სოლიდარობის ნიშანი ამ ბოროტი ძალების წინაშე, როგორც ამბობს ჩვენი ბატონი. სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ის ყოველთვის უფრო ძლიერია და ჩვენ გავუძლებთ ჩვენზე ნებისმიერ ზეწოლას, როგორიც არ უნდა იყოს ეს. თუნდაც, აჯანყების ან რაიმე სახის ჰიბრიდული ომების სახით, ან თუნდაც ცხელი ომი. ჩვენ გადავრჩებით“, – ციტირებს ლუკაშენკოს სიტყვებს ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო ბელტა.