რუსეთმა ახალი “დიდი რვიანის” შექმნა დაანონსა.

რუსეთმა ახალი “დიდი რვიანის” შექმნა დაანონსა. სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ აშშ-მა შექმნა პირობები ახალი “დიდი რვიანის” ფორმირებისთვის.

რუსეთი ახალი “დიდი რვიანის” შექმნას აანონსებს
პოლიტიკოსი აცხადებს, რომ კოალიცის შემადგენლობაში განიხილება შემდეგი ქვეყნები: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ბრაზილია, მექსიკა, ირანი და თურქეთი. ვოლოდინის თქმით, აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები სხვა ქვეყნების ხარჯზე, რის გამოც ის კარგავს ჰეგემონიას მსოფლიოში. ეს ახალი ჯგუფი მშპ-ით 24,4%-ით უსწრებს ძველ ჯგუფს”- წერს ვოლოდინი Telegram არხზე.

“ვოლოდინის მიერ ჩამოთვლილ რვა ქვეყანას აერთიანებს სურვილი ჩამოაყალიბონ სამართლიანი გლობალური მსოფლიო წესრიგი”, აცხადებს პოლიტოლოგი პაველ ფელდმანი.