მიიღებს თუ არა რუსეთის მხარე რაიმე ზომებს კონტროლის გასამკაცრებლად აშშ-ის საქმიანობაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიოლაბორატორიებზე, ზახაროვამ უპასუხა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავენ მექანიზმების ამოქმედებას, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის მიხედვით, რომელიც სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებს ითვალისწინებს კონვენციის მონაწილე ქვეყნებთან დებულებების შესასრულებლად, ასევე თანამშრომლობაზე ნებისმიერი გამოძიების ჩასატარებლად კონვენციის ვალდებულებების შესაძლო დარღვევებზე.
კითხვაზე, არის თუ არა ცნობილი ყოფილ საბჭოთა კავშირის, რომელ ქვეყნებში აწარმოებს ბიოლოგიურ სამუშაოებს, ზახაროვამ განაცხადა, რომ არაერთხელ გამახვილდა ყურადღება საქართველოში საქმიანობაზე ლუგარის სახელობის ცენტრთან დაკავშირებით, სადაც, მისი განცხადებით, მუდმივად არის გაშლილი ამერიკა-საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო.
“რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეები, ასევე ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არაერთხელ მიუთითებდნენ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს ამერიკის მიერ კონვენციის აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში“, – განაცხადა ზახაროვამ.