ზუგდიდელი, წარმატებული ქალბატონი: ლელა ქობალია ჯილდოვდება Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის დასაწყისში. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს მარგალიტი 2022“ ჯილდოვდება: ზუგდიდელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი: ლელა ქობალია, რომელიც გახლავთ ქალაქ ზუგდიდში წარმატებული ფერმერი ქალი, პროფესიით ექიმი-ფარმაცევტი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ელეგანტურ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი საოცრად ეფექტური ბიზნეს იდეებით, შემართებითა და შრომისმოყვარეობით, სათნოებით, საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

აი რას გვიყვება საკუთარ თავზე ლელა ქობალია, რომელიც საცხოვრებლად ოჯახთან ერთად უკვე თბილისში გადავიდა და წარმატებული ფერმერობის შემდეგ, სულ ახლო მომავალში ახალი იდეა პროექტის განხორციელებას გეგმავს, თუმცა ჯერ საიდუმლოდ დავტოვებთ სხვა დეტალებს.

ლელა ქობალია ექიმი-ფარმაცევტი (ყოფილი ფერმერი)

“მინდა ნაკლები ემიგრანტი ჰყავდეს ჩვენ ქვეყანას. მივცეთ იმედი ხალხს. მე შევძელი, შეძლებ შენც.”

ყველაფერი დაიწყო ასე…

“დავიბადე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოდესღაც ქალაქად წოდებული, აწ უკვე დაბა ჯვარში.

განსხვავებული და განსაკუთრებული ბავშვობა არ მქონია. რადგან იყო ომიანობის პერიოდი, უწყლობა, უშუქობა, უმუშევრობა.

მშობლები ორივენი ღმერთის წყალობით ცოცხლები მყავს სახეზე. დედაქალაქში გადმოხვეწილები ფინანსური სახსრების არქონის გამო, ხან რაზე მუშაობენ ხანაც რაზე.

პროფესიით, როგორც უკვე იცით ვარ ექიმი-ფარმაცევტი, დაჯილდოვებული ვარ უამრავი სერთიპიკატით.

რაც შეეხება ფერმერობას, ეს ალბათ ჩემი სოფლად ცხოვრებამ განაპირობა. მსურდა სეზონზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავით და როგორღაც გამოგვივიდა.

ბედნიერების რეცეპტი, როგორც ასეთი შაბლონი არ არის, უბრალოდ ყველას ვურჩევ საკუთარ არჩევანში იყვნენ დარწმუნებულები და თავისუფლები, რადგან განსხვავებულობაა სწორედ ის, აღმოაჩინო შენში შესაძლებლობები და თავად გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოგივა, თუ იშრომებ.

ამიტომ თამამად ვიტყვი მე ეს შევძელი და შენ თუ მოინდომებ, შენც შეძლებ, მთავარია მონდომება და საკუთარი საქმის სიყვარული.

ფერმერი ქალი დარჩელიდან: უცხოეთში წასვლას ჩემს მიწაზე შრომა ვარჩიე - Sputnik საქართველო
შრომის გარეშე არაფერი გამოვა, ნორმალური გარჯა შედეგს ყოველთვის მოიტანს. მინდა ნაკლები ემიგრანტი ჰყავდეს ჩვენ ქვეყანას. მივცეთ იმედი ხალხს.
მე შევძელი, შეძლებ შენც.”