ზუგდიდელი, წარმატებული ქალბატონი: ლელა ქარჩავა ჯილდოვდება Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის დასაწყისში. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ონლაინი 2022“ ჯილდოვდება: ზუგდიდელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი: ლელა ქარჩავა, რომელიც გახლავთ ქალაქ ზუგდიდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ონლაინ შოპინგის: ლელას ონლაინ შოპინგის დამფუძნებელი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ელეგანტურ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი ახალგაზრდული შემართებითა და შრომისმოყვარეობით, სათნოებით, საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

ქალბატონი ლელა წარმატებულად უძღვება თავის ონლაინ ბიზნესს, არის დაოჯახებული და რაც მთავარია სამი მცირეწლოვანი ბავშვის მოსიყვარულე დედა, რომელიც სწორი მენეჯერული და მარკეტინგული გათვლებით წარმართავს საკუთარ ბიზნეს საქმიანობას და ახლო მომავალში ლელას ბუტიკის გახსნასაც გეგმავს, სადაც თავის ერთგულ მომხმარებლებს შესთავაზებს ხელმისაწვდომ ფასებში, ევროპულ, ხარისხიან პროდუქციას.

მანამდე კი შეგიძლიათ ლელას ონლაინ შოპინგში შეიძინოთ თქვენთვის სასურველი მაღალი ხარისხის ბიჟუტერია.

გთავაზობთ ელეგანტურ ბიზნეს ლედისთან ვიდეო-ინტერვიუს ვრცელ ჩანაწერს: