გამუდმებული უარი ევროკავშირის კანდიდატობაზე

ევროკომისიის რეკომენდაციით უკრაინას მიენიჭება ევროკავშირში შესვლისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსი, _ განაცხადა ევროკომისიის მეთაურმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთანავე, ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევმა უნდა განამტკიცოს კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულება და კორუფციასთან ბრძოლა.

ევროკომისიამ ანალოგიური პოზიცია დაიკავა მოლდოვის მიმართაც, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია არ გაუცია.

ამ სამი ქვეყნის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოების მეთაურები 23-24 ივნისს ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიიღებენ.

გიორგი გაჩეჩილაძე. Geworld.ge.