სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “ალტინფოს” 217,483 ლარის ჯარიმა დააკისრა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “ალტინფოს” 217,483 ლარის ჯარიმა დააკისრა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი მექვაბიშვილის მიერ სადეპუტატო კითხვაზე გაგზავნილი პასუხიდან ვგებულობთ, რომ ორგანიზაციის შემოწირულობის შესახებ აუდიტის სამსახურს კითხვით დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მიმართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “ალტინფოს” 217,483 ლარის ჯარიმა დააკისრა
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, პარტიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებები.

გიგზავნით ინფორმაციას პარტიის შემომწირველი პირების, შემოწირულებების სახისა და ოდენობის შესახებ (იხ. დანართი 1), რომელიც საჯაროა და გამოქვეყნებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ვებგვერდზე. Geo info from the.