გორსკოეს ალყაში მოქცეული უკრაინული ჯარები განადგურებულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის ინფორმაციით, გენერალ სუროვიკინის დაქვემდებარებაში მყოფმა ჯარების სამხრეთის დაჯგუფებამ, გაანადგურა უკრაინული ჯარები ე. წ. “გორსკოეს ტაფობში” და რუსულ კონტროლს დაუქვემდებარა დასახლებული პუნქტები გორსკოე და ზოლოტოე.

1966 წელს დაბადებული სერგეი სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი გახლავთ. მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ იგი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მსვლელობისას, სამხრეთის დაჯგუფებას ხელმძღვანელობს. გენერალი სუროვიკინი გასულ წლებში მონაწილეობდა ტაჯიკეთში ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლებში და ჩეჩნეთის მეორე კონფლიქტში, სარდლობდა რუსულ დაჯგუფებას სირიაში.

შეგახსენებთ, რომ სუროვიკინი ერთხელ “დაღუპულად” გამოაცხადეს უკრაინელმა “ბლოგერებმა”.

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ მხოლოდ ამ ეტაპზე გამოაცხადა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ხელმძღვანელთა გვარები. სუროვიკინის გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯარების დაჯგუფება “ცენტრი”, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინის სარდლობის ქვეშ. ამ დაჯგუფებამ გუშინ ქ. ლისიჩანსკის ბლოკირება მოახდინა სამხრეთის მხრიდან. ლაპინის ჯარებმა გასული ხუთი დღის მანძილზე აიღეს 11 დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ლოსკუტოვო, მირნაია დოლინა და უსტინოვკა.
Geo info from.