შინ ხუდონში…მთავრობა ,,ხუდონჰესის“ პროექტის ,,გაცოცხლებას“ გეგმავს.

მთავრობა ,,ხუდონჰესის“ პროექტის ,,გაცოცხლებას“ გეგმავს. ქვეყნის ენერგეტიკული რისკებიდან გამომდინარე, ასეთ ინიციატივას სპეციალისტების ნაწილი მხარს უჭერს, თუმცა საუბრობენ პროექტის ცვლილებაზე, მათ შორის მივიწყებული ვერსიების გადახედვაზე, რომელიც წლების წინ ინჟინრებისა და ენერგეტიკოსების ერთ ნაწილს მთავრობისთვის აქვს წარდგენილი და ,,ხუდონჰესის ახალი სქემით“ არის ცნობილი.

ხუდონჰესის მშენებლობა ახლებურად იგეგმება – როგორია ახალი პროექტი
ხუდონჰესის სახეცვლილებისა და პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, 1,5-ჯერ უკეთესი შედეგი მიიღწევა. თუკი ძველი პროექტის მიხედვით, ჰესი გამოიმუშავებს მილიარდ-ნახევარ კილოვატსაათ ენერგიას, ახალი სქემის მიხედვით კი ეს მაჩვენებელი შესაძლოა 2,3 მილიარდ კტ/სთ-მდე გაიზარდოს. ახალი სქემის მიხედვით, იგივე იქნება წყალსატევის ზედაპირის ფართობი.

ენერგეტიკოსი, საინიციატივო ჯგუფის წევრი სიმონ ბახტურიძე იხსენებს, 2004 წელს ენერგეტიკის სამინისტრომ “საქენერგოგენერაციას” მიმართა თხოვნით, დახმარებოდნენ ხუდონისა და ნამოხვანის ჰესების საინვესტიციო პროექტების მომზადებაში, რის საფუძველზე მალევე სპეციალისტებმა ახალი სქემა შეიმუშავეს და მთავრობას ხუდონის ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზეს.

,,მივიჩნიეთ, რომ ინვესტორისთვის იმავე პროექტის შეთავაზება, რომელიც საზოგადოებამ ერთხელ უკვე უარყო და საბჭოთა მთავრობამაც შეაჩერა, არასერიოზული იქნებოდა. გადავწყვიტეთ, პროექტის ახალი სქემები დაგვემუშავებინა და 2006 წელს ენერგეტიკის სამინისტროს შევთავაზეთ კიდეც. Geo info from.