გადატრიალება მეცნიერებაში – მზის სისტემაში აღმოჩენილია ახალი პლანეტა

“გადატრიალება მეცნიერებაში – მზის სისტემაში აღმოჩენილია ახალი პლანეტა”

დღე არ გავა ისე, რომ მეცნიერებმა/ასტონომებმა ახალი აღმოჩენა არ გააკეთონ, თუმცა მზის სისტემაში ახალი პლანეტის აღმოჩენა ნამდვილად სიახლე და მოულოდნელია. ამჯერად მეცნიერებმა მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინეს და მას “გობლინი” დაარქვეს. აღმოჩენილი პლანეტა ყველაზე შორს იმყოფება მზისგან და, ალბათ მისი მცირე ზომის გამო ვერ ხერხდებოდა მისი აღმოჩენა. “გობლინი” ძალიან მცირე ზომისაა, მისი რადიუსი დაახლოებით 300 კილომეტრია. სწორედ ამის გამო დაერქვა მას “გობლინი”. მეცნიერები ამბობენ, რომ მისი ზომა და ორბიტა ემთხვევა ეგრედ წოდებული პლანეტა იქსის ზეციურ სხეულს, რომლის არსებობაც მზის სისტემაში ჯერ კიდევ 2015 წელს იწინასწარმეტყველეს. მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ, რომ უფრო დაწვრილებით შეისწავლონ ეს მოვლენა და გაჩენილ კითხვებზე გასცენ პასუხები. intermedia.ge