ავტო-სკოლის დამფუძნებელი სენაკში: ზაზა სიჭინავა ჯილდოვდება Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ავტო პროფესიონალი 2022“ ჯილდოვდება: სენაკელი წარმატებული და საქმიანი ბატონი: ზაზა სიჭინავა, რომელიც გახლავთ სენაკში პრესტიჟული და პროფესიონალური დონის ავტო სკოლა: “ავტო +”-ის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ბატონ ზაზას ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ადამიანს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შემართებითა და შრომისმოყვარეობით, საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

ყველას, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ მანქანის ტარების პროფესიონალურ და უსაფრთხო დონეზე შესწავლა და მმართვის მოწმობის აღება გთავაზობთ ბატონ ზაზა სიჭინავასთან საინტერესო ვიდეო-ინტერვიუს ვრცელ ჩანაწერს, რომელიც ეხება უკვე დადგენილ ახალ წესებს, ანუ მესამე ეტაპს.

ჩვენმა ჟურნალისტმა ბატონ ზაზასთან ერთად ასევე ჩაწერა ავტო სკოლის დამხმარე მასწავლებელი: ლევან ნანავა

“პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი გახლავართ, ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარდა საკუთარი თავის შეძლებისდაგვარად განსხვავებულ სფეროებში გამოცდა და რეალიზება, როგორც უკვე მოგახსენეთ ვმუშაობ სტომატოლოგიურ კლინიკაში და როდესაც შევიტყვე ავტო სკოლაში გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ, გადავწყვიტე თავი გამომეცადა და ამ პროფილით დაგროვილი ცოდნა მოსწავლეებისთვის გამეზიარებინა და აი ასე დავიწყე განსხვავებულ პოზიციაზე მუშაობა დამხმარე მასწავლებლად.

რაც შეეხება დღეს გართულებულია, თუ არა მმართვის აღების პროცესი, ვთვლი, რომ გაცილებით უფრო რთულადაა სა ჩვენს კურსანტებს უწევთ დიდი მოთმინებისა და შრომის ხარჯზე მიიღონ მყარი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

დიახ ძალიან მოთხოვნადი სფეროა, 17 წლიდან გვყავს მოსწავლეები და თითქმის ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ისწავლოს ჩვენთან მაღალ დონეზე ავტომობილის მართვა და უპრობლემოდ, მხოლოდ ცოდნის საფუძველზე აიღოს მმართვის მოწმობა.

პირველ რიგში აუცილებელია ჩააბარონ თეორიული გამოცდა, შემდეგ კი უკვე პრაქტიკული გამოცდა, საგამოცდო მოედანსა და ქალაქში, ეს რაც შეეხება გასავლელ ეტაპებს.”