მონიკა ხუფენია, ბაიას განმაჯანსაღებელი კომპლექსის მენეჯერი ზუგდიდში ჯილდოვდება Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ექსპერტი 2022“ ჯილდოვდება: ზუგდიდელი წარმატებული და საქმიანი ახალგაზრდა ქალბატონი: მონიკა ხუფენია, რომელიც გახლავთ ქალაქ ზუგდიდში, “ბაიას” კომპლექსის მენეჯერი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ელეგანტურ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი ახალგაზრდული შემართებითა და შრომისმოყვარეობით, სათნოებით, საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

ქალბატონი მონიკა წარმატებულად უძღვება მასზე დაკისრებულ საპასუხისმგებლო საქმეს, არის მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული, ახალგაზრდული ენთუზიაზმით აღსავსე ლედი. მინდა აუცილებლად ავღნიშნო ის ფაქტიც, ქალბატონმა მონიკამ წარჩინებით დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ დამატებით შეისწავლა საბუღალტრო საქმე და კომპლექსის მენეჯერობასთან ერთად ითავსებს მსურველი ორგანიზაციების საბუღალტრო და იურიდიულ საქმიანობებს.

გთავაზობთ მონიკა ხუფენიასთან ვიდეო ინტერვიუს ვრცელ ჩანაწერს, ასევე ჩვენი მედია დიდ მადლობას უხდის ბაიას კომპლექსს და მის მენეჯერ მონიკა ხუფენიას გულთბილი მასპინძლობისთვის და ჩვენი ჟურნალისტების ჯანსაღი ცხოვრებით ზრუნვისთვის.