ზუგდიდელი, წარმატებული ქალბატონი: ზოია აკობია, ზოიას ტორტების დამფუძნებელი ჯილდოვდება Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები). 

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ექსპერტი 2022“ ჯილდოვდება: ზუგდიდელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი: ზოია აკობია, რომელიც გახლავთ ქალაქ ზუგდიდში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობადი საკონდიტრო: “ზოიას ტორტების” დამფუძნებელი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ელეგანტურ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებით, შემართებითა და შრომისმოყვარეობით, სათნოებით, სხვებზე ზრუნვით, საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს. ქალბატონი ზოია წარმატებულად უძღვება, უკვე მრავალი წელია საკუთარ საკონდიტრო ბიზნესს, არის დაოჯახებული, ჰყავს დიდი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები. იგი სწორი მენეჯერული და მარკეტინგული გათვლებით წარმართავს საკუთარ ბიზნეს საქმიანობას და ახლო მომავალში სურვილი აქვს გახსნას საკონდიტრო სკოლა, სადაც ახალგაზრდებს მაღალფროფესიონალურ დონეზე შეასწავლიან კულინარიულ საქმიანობას. მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: ტელ: 555-649-600  შეგვიკვეთოთ, ან გვეწვიოთ, ზუგდიდი, კედიას #3

გთავაზობთ პროფესიონალ ბიზნეს ლედისთან ვიდეო-ინტერვიუს ვრცელ ჩანაწერს: