მარტვილის საფეხბურთო აკადემიის დამაარსებელი, ჯესი სურმავა ჯილდოვდება Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს სპორტი პროფესიონალი 2022“ ჯილდოვდება: მარტვილელი წარმატებული და საქმიანი ადამიანი: ჯესი სურმავა, რომელიც გახლავთ მარტვილში, ერთადერთი პრესტიჟული საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, უმაღლესი დონის, პროფესიონალი მწრთვნელი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ბატონ ჯესის ამ მორიგ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ადამიანს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შემართებითა და შრომისმოყვარეობით, საკუთარი საქმისა და ქვეყნის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

ყველას, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ თქვენი შვილების ჯანსაღი ცხოვრების წესით აღრზდა და გსურთ პროფესიონალების ხელში გაიზარდონ თქვენი პატარები, შეგიძლიათ დაუყოვნებრივ ჩააბაროთ ბატონი ჯესის საფეხბურთო გრანდების აკადემიას. 

 

გთავაზობთ ბატონ ჯესი სურმავასთან, როგორც ვიდეო-ინტერვიუს, ასევე ტექსტურ ფორმატს:

“გახლავართ ჯესი სურმავა 37 წლის, ვცხოვრობ მარტვილის მუნიციპალიტეტში. ვარ სპორტული ოჯახიდან, რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს საფეხბურთო სფეროში საქმიანობაზე.

ჩემი ბაბუის ძმის ,,გიგლა სურმვას” დაარსებულია 1957 წელს მარტვილში პირველი საფეხბურთო გუნდი ,,გეგეჭკორის სალხინო” სადაც წლების მანძილზე წამყვანი მოთამაშე და შემდეგ მწვრთნელი იყო ასევე ჩემი ბაბუა ,,გურამ სურმავა”

(ინფორმაციისთვის მოგაწვდით რომ ამ დროს მოხდა მარტვილში მურთაზ ხურცილავას აღმოჩენა როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა და პირველი მისი სფეხბურთო გუნდი იყო ,,სალხინო” რის შემდეგაც ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოხვდა).

მამა და ბიძა იყო მსოფლიო და მაშინდელი საბჭოთა კავშირის კატეგორიის სპორტსმენები მძლეოსნობაში და ველოსპორტში და ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩემი სპორტული საქმიანობაც არ იყო მოულოდნელობა.

სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების მიღებისთანავე დავიწყე სამწვრთნელო განათლების მიღება და ყველა საფეხურების გავლის შესაბამისდ 2011 წელს მივიღე მაგ პერიოდისთვის უმაღლესი სამწვრთნელო კატეგორია UEFA-ს A-ლიცენზია.