რატომ და როგორ დავიქირაოთ ბინა დღიურად?..

რატომ და როგორ დავიქირაოთ ბინა დღიურად?

გაინტერესებთ, შეგიძლიათ თუ არა ბინის დაქირავება ერთი დღით?
თუ გიცხოვრიათ დიდ ქალაქში, მაშინ იცით, რომ ბინის დაქირავება რთული პროცესია. თქვენ უნდა დაგეგმოთ შეხვედრა, წარადგინოთ ქირავნობის განაცხადი და გააფორმოთ კონტრაქტი. მაგრამ რა მოხდება, თუ გსურთ ბინის დაქირავება მხოლოდ ერთი დღით?
თუ გეგმავთ ფოტო ან ვიდეო გადაღებას, გჭირდებათ მყუდრო გარემო სამუშაოდ ან მასპინძლობთ მცირე წვეულებას, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ, დაჯავშნოთ ბინა“dgiurad.ge”-ს საშუალებით. “დღიურად” არის საქართველოში მსხვილი ონლაინ პლატფორმა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ყველა ტიპის თანამედროვე, პრაქტიკული სივრცის, სახლისა თუ ბინის შესახებ. ამ პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ, დღიურად დაიქირაოთ ბინები თბილისში ან სხვა ქალაქებში. უბრალოდ გადადით საიტზე, შეიყვანეთ თქვენთვის სასურველი მდებარეობა, ოთახების რაოდენობა და სხვა დეტალები. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფილტრების ჩანართი. დააწკაპუნეთ ჩამონათვალზე, რომ ნახოთ მაღალი ხარისხის ფოტოები, მასპინძლის მიერ დაწერილი აღწერილობები და საკონტაქტო ინფორმაცია. აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ფასი და ადგილმდებარეობა და დაჯავშნეთ ბინა იმდენი დღით, რამდენიც გსურთ!

რატომ შეიძლება დაგჭირდეთ ბინის დღიურად დაქირავება?
შეიძლება იფიქროთ, რომ ბინის დაქირავებას ჯობია, დაჯავშნოთ სასტუმროს ნომერი, რესტორანი ან სხვა კერძო სივრცე. თუმცა, ბინის დაქირავების გადაწყვეტა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ღონისძიებას გეგმავთ. მდებარეობიდან, დეკორამდე, განლაგებამდე, არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რისგამოც ბინის დღიურად დაქირავება უკეთესად მოერგება თქვენს გეგმებს.
პროფესიული მიზნებისთვის
ყველაზე გავრცელებული მიზეზი, ბინის დღიურად დასაქირავებლად, ფოტო ან ვიდეოგადაღებაა. შესაძლოა, გსურთ გადაიღოთ სცენა სახურავზე ან გჭირდებათ სივრცე, რომელიც მოწყობილია თქვენი სცენარის შესაბამისად. ბინა მოგცემთ წვდომას სივრცეებზე, დეკორზე და განლაგებაზე, რომელიც არ გაქვთ საკუთარ სახლში სწორედ ამიტომ, მწარმოებელი კომპანიები, ხშირად ქირაობენ ბინებს ისეთი პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა “დღიურად”.

პირადი მიზეზები
ბინის დღიურად დაქირავების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება, იყოს კერძო წვეულების ან ვახშმის გამართვა. შეიძლება, არ გქონდეთ ადგილი საკუთარ ბინაში მთელი ოჯახის გასართობად. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მათი რესტორანში წაყვანა, მაგრამ რა მოხდება, თუ გსურთ, მათთვის სადილის მომზადება და თქვენი სამზარეულო არ არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი? ამ დროს, შეგიძლიათ იქირაოთ ბინა დიდი სამზარეულოთი და შთამბეჭდავი სასადილო ფართობით და მოაწყოთ სოციალური შეკრება ოჯახისთვისა და მეგობრებისთვის.
ბინის დაქირავება, ასევე, შესანიშნავი იდეაა მეგობრებთან ერთად წვეულებისთვის, რადგან ბინაში უფრო მყუდრო გარემოა, ვიდრე რესტორანში. დიდი ბინის დღიურად დაქირავება, ასევე შეიძლება იყოს შესაფერისი სხვადასხვა მშვიდი სოციალური ღონისძიებისთვის.
ბინის დღიურად დაქირავება გუნდური გამოყენებისთვის
დაბოლოს, ბინები ასევე შეიძლება, იყოს კარგი არჩევანი თუ მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად მოგზაურობთ. მაგალითად, თუ თანამშრომლებს მივლინებით ქუთაისში წასვლა უწევთ, მათ შეუძლიათ მოძებნონ დღიურად გასაქირავებელი ბინები ქუთაისში და სამუშაოდ კომფორტული გარემო მოიწყონ. თუ დასასვენებლად ქალაქგარეთ მიდიხართ, მაშინ ბინის დღიურად დაქირავება საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი არჩევანია.
დიდი ვახშმის მოწყობიდან დაწყებული, საზაფხულო დასვენებითა და საახალწლო ზეიმით დამთავრებული, არსებობს უამრავი მიზეზი, რატომაც შეიძლება ბინის დღიურად დაქირავება დაგჭირდეთ:
• საოჯახო ვახშამი
• დაბადების დღის წვეულება ფოტო ან ვიდეო გადაღება
• მყუდრო სამუშაო გარემო
• დასვენება
• და მრავალი სხვა!