როგორ მოვაწყოთ თანამედროვე ბინის ინტერიერი?..

როგორ მოვაწყოთ თანამედროვე ბინის ინტერიერი?

ბინის ინტერიერი მაღალსართულიან შენობაში

დღევანდელ ბაზარზე, მაღალსართულიანი ბინები უფრო სასურველი გახდა, ვიდრე ოდესმე. ასეთი, თანამედროვე შენობები, გვთავაზობს რამდენიმე სართულიან საცხოვრებელ აპარტამენტებს, რომლებსაც მოყვება ყველა საჭირო კეთილმოწყობა — კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზიდან, დასრულებული დასასვენებელ პარკებამდე. თუმცა, უფრო მეტიც, საინტერესოა ასეთ ადგილას ცხოვრება ინტერიერის დიზაინის მხრივაც.

მაგალითად, ქართული სამშენებლო კომპანია “დომუსი” კლიენტებს სთავაზობს დახვეწილ, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამებულ საცხოვრებელ კომპლექსს. ასეთი შენობები გარედან ლამაზია – განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა. შესაბამისად, მაცხოვრებელს სურს, რომ ბინა შიგნიდანაც ასევე თვალწარმტაცი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირადი საცხოვრებელი ფართის გაფორმება პერსონალიზებული პროცესია, ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ბინის ინტერიერის დიზაინის შერჩევისას:

უნიკალური დიზაინის აქსესუარების გამოყენება

კარგი ხედი უდავოდ არაჩვეულებრივი ასპექტია და ბინის ინტერიერი, რომლის ხედიც გაშლილი და ლამაზია, შეიძლება საინტერესო დეტალებით მორთოთ. მცირე და მარტივი დანამატები, ასეთ ბინას უნიკალურობას შემატებს. მაგალითად:

• ელეგანტური ჭერი,

• სტრუქტურირებული ხალიჩა,

• დახრილი გულსაკიდი ნათურები

• და აბსტრაქტული კედლის მხატვრობა.

გახსოვდეთ, რომ დიზაინის ყველა დეტალს შეუძლია, თქვენი სივრცე განსაკუთრებულად აქციოს.

“დომუსის” ბინები ჭავჭავაძეზე სწორედ, ასეთ, გაშლილ ხედს გადაჰყურებს. გარდა იმისა, რომ “დომუსის” ბინები მაღალჭერიანი და ნათელია, მათი ხედიც, უდაოდ, უნიკალური და გამორჩეულია.

დაამატე სიმწვანე

ურბანული შენობების ინტერიერის დიზაინი უპირატესობას ტროპიკულ სტილს ანიჭებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ტროპიკული აქცენტები და მცენარეები თქვენს სივრცეს სითბოს და პოზიტიურ განწყობას მატებენ.

უფრო მეტიც, ტროპიკული მცენარეების დამატებამ შეიძლება, თქვენს ოთახს ვინტაჟური იერი მისცეს, თანამედროვეობის შენარჩუნებით.

“დომუსის” ბინებში სივრცე საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენთვის საყვარელი მცენარე გაზარდოთ და სიმწვანეში იცხოვროთ. მეტიც, “დომუსის” ბინები ვაკეში პირდაპირ ვაკის პარკს გადაჰყურებს. გარეთაც ულამაზესი, გამწვანებული პარკი და სახლშიც, აყვავებული, ფერადი მცენარეები, განწყობას ყოველ დღე გამოგიკეთებთ.

ასე რომ, შეავსეთ ბინა შიდა მცენარეებით, როგორიცაა ქოთნის ხეები და ყვავილები ლარნაკში, რომ ბინა უფრო მიმზიდველი და ცოცხალი გახადოთ.

შეარჩიე ფერების სწორი პალიტრა

თქვენი კედლის, ავეჯისა და სხვა აქსესუარების ღია და მუქი ფერის სქემების კომბინაცია მიმზიდველი ინტერიერის ქმნის, რომელიც კარგად ერწყმის ქალაქის ხედსაც.

• შეგიძლიათ, დაიწყოთ საღებავის ახალი ფენით ან შიშველი კედლების დაფარვით ლამაზი, მორგებული ფონებით.

• აქედან, შეგიძლიათ, ჩამოკიდოთ საყვარელი ოჯახის პორტრეტი ან ყველაფერი, რაც სივრცეს თბილს და პირადს ხდის.

გარდა ამისა, თუ ძველი ავეჯის, მაგალითად სკამის გათანამედროვება, სკამის ბალიშით შეგიძლიათ. ძველი ნივთები შეახამეთ სხვა თბილ დეტალებთან, როგორიცაა შიდა მცენარეები და თქვენი საცხოვრებელი ფართი ისეთივე კაშკაშა იქნება, როგორც ქალაქი თქვენი ფანჯრიდან.

თავიდან აირიდეთ არასასურველი ნივთები

თუ თქვენს მაღალსართულიან ბინას აქვს გაშლილი ხედი და ფართო ფანჯრები, თანამედროვე და მარტივი დეკორაცია შესანიშნავი არჩევანია.

როდესაც საქმე ეხება თბილისის მაღალსართულიან ბინაში ცხოვრებას, საიდანაც იშლება ქალაქის ხედი, თქვენ უნდა აირჩიოთ ინტერიერის დიზაინი, რომელიც საუკეთესოდ ერგება თქვენს გემოვნებას და საცხოვრებელ ფართს. მიუხედავად იმისა, მოგწონთ მინიმალისტური ბინა თუ ელეგანტური, გამოიყენეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები თქვენი სახლის პერსონალიზებული ინტერიერის გასაფორმებლად.