უძრავი ქონება, როგორც სანდო ინვესტიცია, მოითხოვე თანხა, რომ აქციო ბინა საოცნებო სახლად!

მოითხოვე თანხა, რომ აქციო ბინა საოცნებო სახლად

უძრავი ქონება, როგორც სანდო ინვესტიცია

უძრავი ქონება ყოველთვის უსაფრთხო საინვესტიციო ვარიანტია. ყოველდღიურად მყიდველთა ბაზარი იზრდება. მიუხედავად იმისა, ყიდულობთ თქვენს პირველ სახლს თუ, უბრალოდ, ახალი ბინა თქვენთვის სამომავლო ფინანსურ ზრდას უკავშირდება, სავარაუდოდ ფინანსური დახმარებაც დაგჭირდებათ.

უძრავი ქონების დაფინანსების უამრავი ვარიანტი არსებობს და თითოეულს ახასიათებს სარგებელი და რისკი. მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ გარიგების დადება შეუძლებელია, უძრავი ქონების პროფესიონალებს შეუძლიათ გაგიწიონ ხელმძღვანელობა ამ პროცესში და გარიგების სრულყოფაში დაგეხმარონ.

სწორი კვლევის ჩატარება

ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდასთან ერთად, მყიდველმა ყველა ვარიანტი საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს. სწორი ტიპის სესხის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მსყიდველობითი ძალა და საბოლოოდ გაზარდოს ფულადი ნაკადები და გაზარდოს ინვესტიციის პოტენციური ანაზღაურება. რომელი ვარიანტია საუკეთესო თქვენთვის? აქ მოცემულია უძრავი ქონების გარიგებების სტრუქტურირების რამდენიმე გზა და მათი გამოყენების მაგალითები:

მოითხოვე თანხა რემონტისთვის

სესხი რემონტისთვის გულისხმობს თანხის მოთხოვნას იმ შემთხვევაში თუ აპირებთ ახალი ბინის ყიდვას ან ძველის გარემონტებას. “ლიბერთი ბანკი” მათთვის, ვისაც ბინის შეძენა ან გარემონტება სურს, იპოთეკური სესხის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს:

იპოთეკური სესხი გზავნილებით

• იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის

• და უბრალოდ, იპოთეკური სესხი რემონტისთვის

იპოთეკური სესხის დადებითი მხარეები

სახლის გასაუმჯობესებლად სესხი ხელს გიწყობთ რემონტისა და განახლების პროცესში, რაც გაზრდის თქვენი ქონების ღირებულებას და ამასთან, თქვენი საცხოვრებელი შეგიძლიათ, ოცნების სახლად აქციოთ.

სახლის სტრატეგიულმა გაუმჯობესებამ შეიძლება გაზარდოს ქონების ღირებულება იმდენად, რომ ბინამ სესხი თავისით დაფაროს. სესხი ასევე საშუალებას გაძლევთ, საჭირო რემონტი სწრაფად დაიწყოთ და არ მოგიწიოთ მისი გადადება. რადგან, რემონტის გადადებას სახლისთვის მეტი ზიანის მიყენება შეუძლია, რომლის გამოსწორებაც, საბოლოოდ, უფრო დიდ თანხასთან არის დაკავშირებული.

მივიღებ თუ არა ბანკისგან რემონტისთვის საჭირო თანხას?

თქვენი ბინის მდგომარეობა, მდებარეობა და ფართი, თქვენს საკრედიტო რეიტინგთან ერთად, განსაზღვრავს თანხას, რომელსაც ბანკი გასესხებთ.

მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა სტაბილური სამსახური, მაინც შეგიძლიათ სესხის პირობები დააკმაყოფილოთ. “ლიბერთი ბანკის” შეთავაზება, რომელიც გზავნილების მიხედვით ითვალისწინებს სესხის გაცემას, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

თუ სახლის შეძენას გეგმავთ, შემოსავალი კი მხოლოდ გზავნილებიდან გაქვთ, იპოთეკური სესხის ასაღებად აღარ არის საჭირო ხელფასის ოფიციალურად დაფიქსირება და სახელფასო ცნობის წარმოდგენა. ამ ტიპის სესხის დასამტკიცებლად უცხოეთიდან ფულად გზავნილებს სტაბილურად მიღებაა საჭირო.

გადადგი ნაბიჯი და ცვლილებები დაიწყე შენი სახლიდან

თუ სახლის კეთილმოწყობაზე ფიქრობთ, ალბათ უკვე იცით, რომ მცირე ცვლილებებიც კი შესაძლოა წარმოუდგენელ თანხასთან იყოს დაკავშირებული. ერთი გზა, რომ ცვლილებები უფრო ხელმისაწვდომი გახადოთ, არის სახლის გასაუმჯობესებლად იპოთეკური სესხის აღება, რომელიც, ჩვეულებრივ, პირადი სესხია, მაგრამ სპეციალურად მორგებულია ერთადერთ მიზანზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება იაფად გაარემონტოთ თქვენი სახლი.