კომპანია: “ქართული ღვინის სახლი” ჯილდოვდება Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს გემო 2022“ ჯილდოვდება: ღვინოების მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი ქართული კომპანია: “ქართული ღვინის სახლი” ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ქართულ უმაღლესი ხარისხის ღვინის კომპანიას და მის დამფუძნებლებს ამ მორიგ ჯილდოს და მადლობას უხდის თანამშრომლობისა და პროექტის მხარდაჭერისთვის. ყველას ვისაც უკვე დაგემოვნებული გაქვთ ეს საოცარი ვაზის ცრემლები, დამეთანხმებით ალბათ, რომ კომპანია ქართული ღვინის სახლი, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, ზრუნავს საკუთარი მომხმარებლის გემოვნების დაკმაყოფილებაზე და ინარჩუნებს ლიდერი კომპანიის ადგილს ბაზარზე. ნამდვილად იმსახურებს ბიზნეს პერსონა 2022-ის ტიტულს.

გთავაზობთ კომპანია: ქართული ღვინის სახლის შესახებ საინტერესო და ამომწურავ ინფორმაციას: 

        ქართული ღვინის სახლი

ღვინის კომპანია „ქართული ღვინის სახლი“ დაარსადა 1996 წელს, ქ.გორში, საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ცენტრში.

საწარმო აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, რომლებიც ინარჩუნებს ტრადიციული ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, უმაღლესი ხარისხის ღვინისა და კონიაკის წარმოებისთვის.
ჩვენი პროდუქცია ყოველწლიურად იღებს მედლებსა და ჯილდოებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დეგუსტაციებსა და შეჯიბრებზე.
ქართული ღვინის სახლის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს წარმოების სრულ ციკლში, რომელიც მოიცავს ღვინის წარმოების ეტაპებს ყურძნის მოყვანიდან და მოსავლის აღებიდან, ღვინის საბოლოო ჩამოსხმამდე. წარმოების ყოველი ეტაპი მკაცრად კონტროლდება კომპანიის სპეციალისტებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

დღეისთვის „ქართული ღვინის სახლი“ ქართული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენი მისიაა ღვინის მოყვარულების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ხელმისაწვდომი ქართული ღვინით, რომელიც შექმნილია საუკონეობრივი ტრადიციების შესაბამისად.

* 150 ჰექტარი საკუთარი ვენახები, სხვადასხვა მიკროზონაში.
* 6 მილიონ ბოთლზე მეტის წარმოება ყოველწლიურად.
* 25 სახეობის პროდუქიტი.
* 100 დასახელებაზე მეტი.
* 50 დისტრიბუტორზე მეტი მთელს მსოფლიოში.