Лукашенко ориентировал правительство на преодоление современных вызовов Президент Беларуси Александр Лукашенко, назначая новый состав правительства, ориентировал всех на интенсивную работу для преодоления современных трудностей и вызовов. На снимке: 1-9. Александр Лукашенко. 10,11. во время назначения нового состава правительства. Фото Николая Петрова, БЕЛТА.

ლუკაშენკომ მოუწოდა დასავლეთს, უკრაინას და რუსეთს, შეწყვიტონ კონფლიქტი, რათა თავიდან აიცილონ მოახლოებული ბირთვული ესკალაცია.

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის კონფლიქტის გამო მოსალოდნელი ბირთვული ომის შესახებ გაფრთხილება გააკეთა. ლუკაშენკომ მოუწოდა დასავლეთს, უკრაინას და რუსეთს, შეწყვიტონ კონფლიქტი, რათა თავიდან აიცილონ მოახლოებული ბირთვული ესკალაცია.

ლუკაშენკო: „რუსეთს ნატოსთვის რომ არ დაესწრო, თქვენ (დასავლეთის ქვეყნები) ძალებს მოიკრებდით და რუსეთს დაარტყამდით“
„ჩვენ უნდა შევჩერდეთ და შევთანხმდეთ, რომ დავასრულოთ ეს ქაოსი, ეს ოპერაცია და ომი უკრაინაში“, – განაცხადა ლუკაშენკომ საინფორმაციო სააგენტო AFP-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„ჩვენ გონს უნდა მოვეგოთ“, – დასძინა ბელორუსის პრეზიდენტმა,- “რადგან ატომური ომის უფსკრულთან ვდგავართ”. ვითარება აქამდე არ უნდა მივიდეს აღნიშნა – ლუკაშენკომ, რომელიც კრემლის შეფის – ვლადიმირ პუტინის მოკავშირეა.

ლუკაშენკომ უკრაინის მთავრობას რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული. ამჟამად არსებობს შესაძლებლობა რომ “ომი დასრულდეს უკრაინისთვის უფრო მისაღები პირობებით”. მან უკრაინას მოუწოდა „დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და თანხმობა გამოაცხადოს იმაზე, რომ ის არასოდეს დაემუქრება რუსეთს“.

ლუკაშენკომ პასუხისმგებლობა უკრაინის კონფლიქტის სამხედრო ესკალაციაზე დასავლეთს დააკისრა, რამაც ამ სამხედრო კონფლიქტის „პროვოცირება გამოიწვია“ და განაგრძობს მის გაღვივებას. მისი თქმით, რუსეთმა ნატოს საფრთხეს უპასუხა. „რუსეთს ნატოსთვის რომ არ დაესწრო, თქვენ (დასავლეთის ქვეყნები) ძალებს მოიკრებდით და რუსეთს დაარტყამდით“, – თქვა ბელორუსის მმართველმა.