ტრამპი დაბრუნებას აპირებს

წელს, „რესპუბლიკური პარტია“ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის, 2024 წელს კი, თეთრი სახლის დაბრუნებას აპირებს“ – ასეთია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის გეგმები, რომელზეც მან პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„თუ გამოვაცხადებ, რომ აღარ ვაპირებ პოლიტიკურ თანამდებობაზე კენჭისყრას, დონალდ ტრამპის დევნა მაშინვე შეწყდება, მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ, მე არ შემიძლია ამის გაკეთება“ – აღნიშნა ტრამპმა.

მან მისი პრეზიდენტობის პერიოდსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც თავად გაატარა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ გააკეთა.

„პრეზიდენტად ყოფნისას ბევრი რამ გავაკეთე, მათ შორის ყველაზე უსაფრთხო საზღვარი ამერიკის ისტორიაში; გადასახადების შემცირება, რომელიც ყველაზე დიდი იყო ისტორიაში; მარეგულირებლის შემცირება, რომელიც ასევე ყველაზე დიდი იყო ისტორიაში; არანაირი ინფლაცია, დაბალი საპროცენტო განაკვეთები; რეალური ხელფასების რეკორდული ზრდა და აბრაამის ისტორიული შეთანხმება. სანამ ჩვენ თავდაჯერებულები და ერთიანები ვართ, ტირანებს, რომლებსაც ჩვენ ვებრძვით, შანსიც კი არ აქვთ იმიტომ, რომ ჩვენ ამერიკელები ვართ და ამერიკელები მუხლს იდრეკენ ღმერთთან და მხოლოდ ღმერთთან“ – აღნიშნა ტრამპმა მხარდამჭერებთან.