სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ქუჩის აქციები წამოიწყო
გუშინ სომხეთის პარლამენტის შენობათან მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. უცნაურია, მაგრამ საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორი ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ პაშინიანი იყო.
მომიტინგეებმა პარლამენტის ყველა შესავლელი ჩაკეტეს. აქციის უამრავი მონაწილე პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. დემონსტრანტებს სურთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტიკური ველი დატოვოს და ეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გზით მოხდეს.
პროტესტს შეუერთდა ერევნის მერი, აიკ მაუტიანიც. პაშინიანი მოლაპარაკებას მართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთან, აროი ბაბლოიანთან.
პრემიერ-მინისტრის მიერ რადიკალური ზომების მიღება მოჰყვა პარლამენტის გადაწყვეტილებას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის პროცედურის გართულებასთან დაკავშირებით. პაშინიანი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლეოსობა მას კონტრრევოლიუციას უმზადებს.
ნიკოლ პაშინიანი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას 2018 წლის დეკემბერში ითხოვს და ამ თრიღის გადაწევას არ აპირებს.
agora.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი