უკრაინელებს, რომლებიც ომის გამო უცხოეთში მიდიან, უსაფრთხოების ყალბი განცდა უჩნდებათ.

5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა და საზღვარგარეთ წავიდა, სადაც ბევრ მათგანს ემუქრება საფრთხე, გახდეს ექსპლუატაციის ან ადამიანებით მოვაჭრეთა მსხვერპლი, _ განუცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “A21 უკრაინას” გამგეობის ხელმძღვანელმა იულია საჩენკომ კიევურ გამოცემა УНН-ს.

საჩენკოს თქმით, უკრაინელებს, რომლებიც ომის გამო უცხოეთში მიდიან, უსაფრთხოების ყალბი განცდა უჩნდებათ.

“აღრიცხულია შემთხვევები, როცა კრიმინალური წარსულის მქონე პირებს (პედოფილებს ან ვისაც შეხება აქვს ექსპლუატაციასთან) უცებ მოუნდათ უკრაინელი ლტოლვილების დახმარება, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან. ასეთი ადამიანები შემჩნეულნი არიან საზღვარზე პოლონეთის მხრიდან, პოლიციამ ნახა ეს და რეაქციაც ჰქონდა, მაგრამ იმ მომენტში ამ ადამიანების დაპატიმრების საფუძველი არ არსებობდა _ დანაშაული არ იყო ჩადენილი, ამიტომ ისინი, უბრალოდ, მოაშორეს საზღვარს. მაგრამ, თუ ადამიანი ასეთი განზრახვით მოვიდა, მას შეუძლია დატოვოს საზღვრის ერთი ადგილი და გადავიდეს მეორეზე”, _ განაცხადა ორგანიზაცია “A21 უკრაინის” დირექტორმა.

მისი თქმით, ევროპის მთავრობა არ აღრიცხავს ადამიანთა ვაჭრობის ინციდენტებს, არადა, საზღვარგარეთ იყო შემთხვევები, როცა უკრაინელები მონობაში აღმოჩნდნენ, თუმცა შემდეგ გაქცევა მოახერხეს.

“ამჟამად ევროპულ სახელმწიფოებში ამბობენ, რომ ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევები არ არის, არც დაზარალებულები არიან და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ვიცით, რომ ასეთი შემთხვევები საკმაოდაა. ადამიანებს, რომლებმაც მონობიდან თავი დაიხსნეს, პოლიციისთვის არ მიუმართავთ. ექსპლუატაციას ფარული ხასიათი აქვს, ანუ დამონება შეიძლება ახლაც ხდება, მაგრამ ამას ჩვენ მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, როცა ადამიანი ექსპლუატაციას თავს დააღწევს, ეს კი შეიძლება მოხდეს 4 თვის, ნახევარი წლის ან რამდენიმე წლის შემდეგ”, _ აღნიშნა საჩენკომ.
Home ახალი ამბები მსოფლიო ექსპლუატირებული უკრაინელების რეალური სტატისტიკა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი
ახალი ამბებიმსოფლიო
ექსპლუატირებული უკრაინელების რეალური სტატისტიკა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი
ივლისი 28, 2022 17

5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა და საზღვარგარეთ წავიდა, სადაც ბევრ მათგანს ემუქრება საფრთხე, გახდეს ექსპლუატაციის ან ადამიანებით მოვაჭრეთა მსხვერპლი, _ განუცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “A21 უკრაინას” გამგეობის ხელმძღვანელმა იულია საჩენკომ კიევურ გამოცემა УНН-ს.

საჩენკოს თქმით, უკრაინელებს, რომლებიც ომის გამო უცხოეთში მიდიან, უსაფრთხოების ყალბი განცდა უჩნდებათ.

“აღრიცხულია შემთხვევები, როცა კრიმინალური წარსულის მქონე პირებს (პედოფილებს ან ვისაც შეხება აქვს ექსპლუატაციასთან) უცებ მოუნდათ უკრაინელი ლტოლვილების დახმარება, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან. ასეთი ადამიანები შემჩნეულნი არიან საზღვარზე პოლონეთის მხრიდან, პოლიციამ ნახა ეს და რეაქციაც ჰქონდა, მაგრამ იმ მომენტში ამ ადამიანების დაპატიმრების საფუძველი არ არსებობდა _ დანაშაული არ იყო ჩადენილი, ამიტომ ისინი, უბრალოდ, მოაშორეს საზღვარს. მაგრამ, თუ ადამიანი ასეთი განზრახვით მოვიდა, მას შეუძლია დატოვოს საზღვრის ერთი ადგილი და გადავიდეს მეორეზე”, _ განაცხადა ორგანიზაცია “A21 უკრაინის” დირექტორმა.

მისი თქმით, ევროპის მთავრობა არ აღრიცხავს ადამიანთა ვაჭრობის ინციდენტებს, არადა, საზღვარგარეთ იყო შემთხვევები, როცა უკრაინელები მონობაში აღმოჩნდნენ, თუმცა შემდეგ გაქცევა მოახერხეს.

“ამჟამად ევროპულ სახელმწიფოებში ამბობენ, რომ ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევები არ არის, არც დაზარალებულები არიან და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ვიცით, რომ ასეთი შემთხვევები საკმაოდაა. ადამიანებს, რომლებმაც მონობიდან თავი დაიხსნეს, პოლიციისთვის არ მიუმართავთ. ექსპლუატაციას ფარული ხასიათი აქვს, ანუ დამონება შეიძლება ახლაც ხდება, მაგრამ ამას ჩვენ მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, როცა ადამიანი ექსპლუატაციას თავს დააღწევს, ეს კი შეიძლება მოხდეს 4 თვის, ნახევარი წლის ან რამდენიმე წლის შემდეგ”, _ აღნიშნა საჩენკომ.

“A21 უკრაინის” დირექტორმა მოიყვანა მაგალითები, როდესაც ლტოლვილები საზღვარგარეთ ადამიანებით მოვაჭრეებს შეეჯახნენ.

“ჩვენ ვიცით შემთხვევა, რომ ოც წლამდე ორმა გოგონამ ძლივს დააღწია თავი შრომით ექსპლუატაციას პოლონეთში. იყო, აგრეთვე, ქალი, რომელმაც ხორვატიაში მსგავს ექსპლუატაციას თავი გაქცევით დააღწია. ის ონლაინ გადაიბირეს. ბელგიაში 50-მდე უკრაინელი იყო შრომით ექსპლუატაციაში _ ეს ოფიციალური ინფორმაციაა. ვფიქრობ, პოლიცია და სახელმწიფოების წარმომადგენლები თავიანთ სტატისტიკას აწარმოებენ. უბრალოდ, ახლა ცდილობენ, პანიკა არ დათესონ ლტოლვილთა შორის და სურთ, ევროპული სახელმწიფოები წარმოაჩინონ სტაბილურ, საიმედო და უსაფრთხო ქვეყნებად, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ. თუმცა არის აღმაშფოთებელი შემთხვევები, რომლებზეც მომავალში ვილაპარაკებთ”, _ თქვა საჩენკომ და დასძინა, რომ ევროპაში შრომის ბაზარი გადავსებულია, ამიტომ მაღალი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე უკრაინელებს დაბალკვალიფიციურ სამუშაოს სთავაზობენ, რომელიც შემდეგ შეიძლება ექსპლუატაციაში გადაიზარდოს. ექსპლუატირებული უკრაინელების რეალური სტატისტიკა კი ჯერ ცნობილი არ არის.

გიორგი გაჩეჩილაძე. Geworld.ge.