გერმანიამ აკრძალა ცხელი წყალი და ცენტრალური გათბობა საზოგადოებრივ შენობებში.

გერმანიის ქალაქი ჰანოვერი გახდა პირველი დიდი ქალაქი, რომელმაც აკრძალა ცხელი წყალი და ცენტრალური გათბობა საზოგადოებრივ შენობებში, ვლადიმერ პუტინის მიერ მიწოდებული შეზღუდული გაზის საპასუხოდ, წერს Daily mail-ი

გადამწყვეტი ნაბიჯი მაშინ გადადგეს, როდესაც გერმანელებს უთხრეს, რომ უნდა ელოდონ ელექტროენერგიის მაღალ გადასახადს და გაზის ნორმირებულ მოხმარებას.რომელიც გავლენას მოახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ჰანოვერი, ქვემო საქსონიის დედაქალაქი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, გამორთავს ცხელ წყალს საზოგადოებრივ შენობებში, საცურაო აუზებში და სპორტულ დარბაზებში.

გაზის დაზოგვის სხვა უკიდურესი ზომები მოიცავს საზოგადოებრივი შადრევნების დახურვას და ღამის განათების გამორთვას მთავარ შენობებზე, როგორიცაა მერია და მუზეუმები. ქალაქის მერმა ბელიტ ონაიმ ისაუბრა “გაზის გარდაუვალ დეფიციტზე”, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ უნდა შეამცირონ ქალაქის ენერგიის მოხმარება 15 პროცენტით.

პანიკა ევროპულ ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით გერმანიაში, სავარაუდოდ პუტინის ყურისთვის სასიამოვნო ჰანგებია, რადგან ითვლება, რომ ის იყენებს ენერგეტიკულ მარაგს, როგორც შურისძიების იარაღს იმ ქვეყნებზე, რომლებმაც უკრაინას მხარი დაუჭირეს.
გეგმა ითვალისწინებს საჯარო შენობებში გათბობის გამორთვას ყოველი წლის აპრილიდან სექტემბრამდე, ხოლო თერმოსტატები დანარჩენი წლის განმავლობაში დაყენებული იქნება მხოლოდ 20 °C-ზე (68 °F) თუმცა იქნება გარკვეული გამონაკლისები.

ასევე აკრძალული იქნება პორტატული კონდიციონერების, გამათბობლებისა და რადიატორების მოხმარება მოსახლეობაში. intermedia.