8 წლის განმავლობაში ბომბავდა უკრაინის არმია დონეცკსა და ლუგანსკს, მაგრამ ამაზე კოლექტიურ დასავლეთს ყური არ შეუბერტყია.

საზოგადოებამ ასე თუ ისე, იცის მათი სახელეწოდებები: G7, ევროკავშირი, ნატო, ეუთო, ევროსაბჭო. საზოგადოებისთვის ცნობილია ამ ორგანიზაციების მიერ მტრად შერაცხულთა სახელებიც, რომელთა შორის პირველი რუსეთია. საზოგადოებისთვის ცნობილია ამ ქვეყნის „შესამკობი“ ეპითეტებიც — “აგრესორი”, “ოკუპანტი”, “მსოფლიო წესრიგის დამრღვევი” და სხვა. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

საზოგადოებისთვის უცნობია, რატომ, რა „დამსახურებისთვის“ შეარქვეს რუსეთს აგრესორი, მით უმეტეს ოკუპანტი. საზოგადოებისთვის უცნობია, ნატოს სამხედრო ორგანიზაციის გაკრავება, ანუ როდის აქეთ დაემსგავსა ეშვებიანი ნატო უმანკო კრავს.

საზოგადოებისთვის უცნობი და გაუგებარია ეშვებიანი მტაცებლის სახელის მიკერება იმ ქვეყნისთვის, რომელიც ასეთს, ნატოსგან ნამდვილად არ იმსახურებს.

საზოგადოება ეჭვობს, რომ ნატო საქველმოქმედო, სამშვიდობო ორგანიზაციაა — გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რაც მან დღიდან შექმნისა (1949 წ.) ჩაიდინა.

საზოგადოებას ამ დანაშაულებრივი აქტების გრძელი სიის ჩამოთვლაც შეუძლია,რასაც სისტემატურად მიმართავს. საზოგადოებას ამ დანაშაულებრივი აქტების გრძელი სიის ჩამოთვლაც შეუძლია,რასაც სისტემატურად მიმართავს.

საზოგადოებას ვერა და ვერ გაურკვევია, თუ ასეთ ნატო-ს როგორ შეუძლია ტალახის სროლა სხვისთვის ან აგრესორის შერქმევა, თვით არაერთი აგრესიის განმახორციელებელს.

საზოგადოება საგონებელშია და არ იცის ვის დაუჯეროს, აგრესორს, რომელიც სხვას სდებს ბრალს აგრესიაში თუ „დამნაშავეს“, რომელიც, პირიქით სდებს ბრალს იმას, ვინც მას თავად დასდო ბრალი.

დავსვათ კითხვა — რატომ არის რუსეთი აგრესორი? ვიდრე ამ კითხვას პასუხს გავცემთ, ვიკითხოთ — თუ რუსეთმა აგრესია განახორციელა, რამ გამოიწვია მისი აგრესია? ეს ორივე კითხვა მჭიდროდ არის გადაბმული ერთმანეთზე, ვინაიდან აგრესია, უსაფუძლოდ არ ხდება. აი, ის საფუძველია შესასწავლი, რამაც აიძულა ქვეყანა აგრესიისთვის მიემართა.

კოლექტიური დასავლეთი შეგნებულად არ აპირებს აგრესიის მიზეზების არათუ შესწავლას, ვინაიდან შესასწავლიც არაფერია, რამეთუ ყველაფერი ზედაპირზე დევს, არამედ, აი, იმ ზედაპირზე დადებულის ანალიზსაც კი არ აკეთებს, საზოგადოების თვალის ასახელად. იკითხავთ — რომ გაეკეთებინა, რა იქნებოდაო. თვითგვემა, მაზოხიზმი, მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაცია, რასაც მსოფლიო ისტორიაში იშვიათად ან საერთოდ არ ჰქონია ადგილი. რასაც ჰქონია და აქვს საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალებაა. ასეთია ადამიანის ბუნება. ის ყოველთვის ცდილობს თავისი ნეგატიური ქცევის სხვაზე გადაბრალებას. ქვეყნებიც ასეა — ადამიანთა კრებული.

უფრო დავკონკრეტდეთ ჩვენი მეზობლის მიმართ, რომელთანაც ბოლო 30 წელია „ცივი ომიც“ გვქონდა და გვაქვს, და „ცხელიც“ — 2008 წლის აგვისტოს ომის სახით. და დავსვათ ასეთი კითხვა — რამ გამოიწვია 2008 წლის რუსეთის აგრესია?

ობიექტურობა მოითხოვს იმის თქმას, რომ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის მედვედევის მიერ გადადგმული „მილიტარისტული“ ნაბიჯი, ღამის ცუდი სიზმრის შედეგი იყო. ანუ მედვედევს დაესიზმრა თეთრ ცხენზე ამხედრებული საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც შუბით უპირებდა მას განგმირვასა და საპასუხოდ საქართველოსკენ დაძრა არმია. ცხადია, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ მაშინდელი და დღევანდელი პოლიტელიტის თავის მართლების უებარი წამალია. ამ წამალმა თვით ქართული პოლიტიკა დაარწმუნა საკუთარ „სიმართლეში“, ხოლო შემდეგ მისივე ძალისხმევით საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რაც ევროკავშირის საგამოძიებო სპეციალურმა კომისიამ, დიპლომატ ტალიავინის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ აგრესორი რუსეთი კი არა, სააკაშვილის ხელისუფლება იყო. საქართველო და ქართველი ხალხი საცდელი პოლიგონი და დასავლური ცდების ობიექტი გამოდგა.

ეს, მაშინ. მოდით, გადმოვინაცვლოთ დღევანდელობაში. საქართველოს არ მისცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მისცეს უკრაინასა და მოლდოვას. უკრაინას იმიტომ, რომ ომობს რუსეთთან; მოლდოვას იმიტომ, რომ უკრაინის მეზობელია, ბევრი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და ხელისუფლებაში ევროპული ძალა ჰყავს, ევროპული პარლამენტით და პრეზიდენტით.

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ რუმინეთის მოქალაქეა, რუმინეთი კი ის ქვეყანაა, რომელიც მოლდოვას თავისად თვლის და მის შეერთებას ლამობს. თუ ამას ექნა ადგილი, სანდუს, გაერთიანებულ რუმინეთში მაღალი თანამდებობა ელოდება.

მოლდოვამ, კანდიდატობის მიღებისთანავე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. არ არის გამორიცხული, რომ კიშინოვმა რეანიმაცია მოახდინოს დნესტრისპირეთთან გაყინული კონფლიქტის, რაც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის საფუძველი იქნება.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ — უკრაინას, რომელსაც თვით ევროკავშირის წესდებით არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, კანდიდატობით დააჯილდოეს, ავანსად, რომ უკრაინა გააგრძელებს ომს რუსეთთან და არავითარ მოლაპარაკებაზე არ წავა; რომ მოლდოვა სანქციებს დაუწესებს რუსეთს და დაძაბავს ურთიერთობას დნესტრისპირეთთან.

თუ ისინი არ შეასრულებენ დავალებას წლის ბოლომდე, კანდიდატობა შეუჩერდებათ იმ საბაბით, რომ ვერ შეასრულეს ბრიუსელის მიერ ჩამოწერილი კითხვები. სინამდვილეში კი ის 2, რომელიც ზემოთ ვახსენე — მოლდოვის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, უკრაინისთვის ომის გაგრძელება. რატომ დაჩაგრეს საქართველო? — მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმისთვის და რუსეთისთვის სანქციების არდაწესების გამო. თუ ამ ორ დავალებას შევასრულებთ, ჩვენც გვაღირსებენ კანდიდატობას. ჩვენი კანდიდატობა ბრიუსელს აწყობს, თანაც ჩვენზე მეტად, ვინაიდან მაშინ დავალებას რეკომენდაციის სახე კი არ ექნება, არამედ ბრძანების.

მაგალითი ამისა გვაქვს — ლიტვის სახით, რომელმაც სატრანზიტო გზა ჩაუკეტა რუსეთს, კალინინგრადისკენ, რითაც ეს რეგიონი მოწყვიტა დედა-სამშობლოს. რა მოიმოქმედა რუსეთმა? მიმართა დიპლომატიურ ხერხებს, საკითხის მოსაგვარებლად, თუმცა მუქარანარევი იყო ეს დიპლომატია. ამან გაჭრა და ევროკავშირმა უკან დაიხია და ვილნიუსსაც უკან დაახევინა. დიპლომატიას რომ არ გაეჭრა, მაშინ ძალის გამოყენება დადგებოდა დღის წესრიგში და ვინ იქნებოდა დამნაშავე, აგრესორი? — ცხადია, რუსეთი! მაშინ არავინ გაიხსენებდა აგრესიის გამომწვევ მიზეზს, ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი 30 წლის განმავლობაში ანტირუსულად მუხტავს. ამ პროცესის გასაძლიერებლად ნეოფაშიზმიც გამოიყენა ბანდერა-შუხევიჩის — პირწავარდნილი ფაშისტების რეანიმაციით, მათთვის ძეგლების დადგმით, მე-2 მსოფლიო ომის გმირი მხედართმთავრების ძეგლების ნგრევით, განათლების სისტემიდან რუსული კლასიკური ლიტერატურის ამოღებით, რუსული ენის დევნით და სხვა.

8 წლის განმავლობაში ბომბავდა უკრაინის არმია დონეცკსა და ლუგანსკს, მაგრამ ამაზე კოლექტიურ დასავლეთს ყური არ შეუბერტყია.
პოლიტოლოგი: ჰამლეტ ჭიპაშვილი