მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.
მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).
გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს მენეჯერი 2022“ ჯილდოვდება: ხობელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი: ნინო არახამია, რომელიც გახლავთ ხობში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო: “დივანი”ს მენეჯერი, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ბიზნეს ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ახალგაზრდა ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შემართებითა და შრომისმოყვარეობით, სათნოებით, საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.
გთავაზობთ ქალბატონ ნინო არახამიასთან ვიდეო-ინტერვიუს: