ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლიათ რფ-ის სამხედროების უპირატესობის გაბათილება არტილერიასა და ცოცხალ ძალაში.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლიათ რფ-ის სამხედროების უპირატესობის გაბათილება არტილერიასა და ცოცხალ ძალაში. და “ეს ბრძოლებში ძალიან იგრძნობა, განსაკუთრებით დონბასში _ პესკიში, ავდეევკაში, სხვა მიმართულებებზეც. იქ, უბრალოდ, ჯოჯოხეთია. სიტყვებით ამის აღწერა შეუძლებელია”, _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამის ფონზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რუსეთში _ როდიონ მიროშნიკმა კიევის მოთხოვნას “მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის” შესახებ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის იმ რაონებიდან, რომლებსაც უკრაინელები აკონტროლებენ, რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეფერენდუმის დელეგიტიმაციის მცდელობა უწოდა. მიროშნიკმა არ გამორიცხა მცხოვრებლების ძალის გამოყენებით გადასახლება. ანალოგიურად შეაფასა ვითარება დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა დენის პუშილინმაც. მისი აზრით, მსგავსი ინიციატივები მიმართულია დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩასატარებელი რეფერენდუმის ლეგიტიმაციის შესამცირებლად. Geworld.ge.