კორონავირუსიSARS-Cov-2 შეიძლება შექმნილია ხელოვნურად, აშშ–ის მიერ ბიოტექნოლოგიების სფეროში მიღწევების გამოყენებით.

კირილოვის თქმით, “კორონავირუსის გავრცელებაში აშშ–ის ჩართულობაზე მიუთითებს კორონავირუსის უმრავლესობისთვის არადამახასიათებელი გენოვარიანტების ცვალებადობა, რომლებიც იწვევს დაავადებების სხვადასხვანაირ პიკს. ამაზე მიუთითებს, აგრეთვე, ლეტალობასა და კონტაგიოზურობაში (გადადება _ ლ.მ.) არსებითი განსხვავება, გეოგრაფიულად არათანაბარი გავრცელება და ეპიდემიური პროცესის ხასიათის არაპროგნოზირებულობა”, _ წერს russian.rt.com–ი.

იმის შესახებ, რომ აშშ, დიდი ალბათობით, ჩართულია SARS-Cov-2-ის გავრცელებაში, უფრო ადრე მიუთითა ავტორიტეტულ ჟურნალ The Lancet-ის კორონავირუსის კომისიის ხელმძღვანელმა ჯეფრი საქსმა, რომლის აზრით, კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი.

“კორონავირუსიSARS-Cov-2 შეიძლება შექმნილია ხელოვნურად, აშშ–ის მიერ ბიოტექნოლოგიების სფეროში მიღწევების გამოყენებით”, _ განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა უკრაინაში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე. კირილოვმა ყურადღება გაამახვილა ვაშინგტონის ინტერესზე “ვიწრო მიმართულების” მქონე ბიოლოგიური საშუალებების შესწავლისადმი და ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებებზე, რომლებიც “გვაიძულებს, ახლებურად შევხედოთ” SARS-Cov-2-ის პანდემიის წარმოქმნასა და სამხედრო ბიოლოგების როლს დაავადებების გამომწვევების გავრცელებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ყველას შეახსენა, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ავტორიტეტულ ჟურნალ The Lancet-ის კორონავირუსის კომისიის ხელმძღვანელ ჯეფრი საქსის განცხადებით, “კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი და ეს, დიდი ალბათობით, მოხდა ბიოტექნოლოგიების სფეროში ამერიკელთა მიღწევების გამოყენებით”.

კირილოვის განმარტებით, ამაზე მიუთითებს კორონავირუსების უმეტესობისთვის არადამახასიათებელი გენოვარიანტების ცვალებადობა, რომლებიც იწვევს დაავადების სხვადასხვანაირ პიკს, ამაზე, აგრეთვე, მიუთითებს ლეტალობასა და კონტაგიოზურობაში არსებითი სხვაობა, გეოგრაფიულად არათანაბარი გავრცელება და ეპიდემიური პროცესის ხასიათის არაპროგნოზირებულობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაავადებულთა ლოკალიზაციისა და იზოლაციისთვის გამოჩენილი ძალისხმევის მიუხედავად, პანდემია ხელოვნურად იკვებება ამა თუ იმ რეგიონში ვირუსის ახალი ვარიანტის შეტანით”, _ განაცხადა კირილოვმა. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის უწყების სპეციალისტები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ SARS-Cov-2-ის შექმნაში მონაწილეობდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. რუსეთის თავდაცვის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს სააგენტო 2009 წლიდან აფინანსებდა პროგრამას სახელწოდებით PREDICT-ი, რომლის ჩარჩოებშიც სწავლობდნენ კორონავირუსის ახალ სახეობებს და იჭერდნენ ღამურებს, რომლებსაც ეს დაავადება გადააქვთ.

“COVID-19-ის განვითარების სცენარის რეალიზაცია და USAID-ის მიერ 2019 წელს პროგრამა PREDICT-ის საგანგებო შეწყვეტა შესაძლებლობას გვაძლევს, ვივარაუდოთ პანდემიის მიზანმიმართულ ხასიათზე და მის წარმოქმნაში აშშ–ის ჩართულობაზე”, – აღნიშნა კირილოვმა.

გენერალ-ლეიტენანტის თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის მიმდინარეობისას რუსმა სამხედროებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მოწმობს, რომ 2019 წლიდან USAID და მისი ძირითადი კონტრაქტორი კომპანია “ლაბირინტ უკრაინა” მონაწილეობდნენ აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ პროგრამაში.

“დადგენილია, რომ “ლაბირინტ უკრაინა” ამერიკული კომპანია Labirinth Global Helth-ის ქვედანაყოფია, ხოლო მისი დამფუძნებლები არიან ყოფილი თანამშრომლები კომპანია Metabiota-სი, რომელიც პენტაგონის საკვანძო კონტრაქტორია სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის სფეროში”, _ განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ჩარჩოებში Labirinth Global Helth-ის ერთ-ერთი მიმართულება იყო კორონავირუსისა და მაიმუნის ყვავილის ვირუსის შესწავლა.

23 ივლისს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად გამოცხადა. ჩვენ ვხედავთ მკაფიო ტენდენციას: ინფექციური დაავადებების გამომწვევები, რომლებიც პენტაგონის ინტერესების ზონაში მოხვდება, შემდგომ პანდემიის მსგავსად ვრცელდება, ამასთანავე, ამით სარგებელს ნახულობენ ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანიები და მათი მფარველი აშშ–ის დემოკრატიული პარტიის ლიდერები”, _ აღნიშნა კირილოვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები და ნარკოტიკული პრეპარატები

ბრიფინგზე კირილოვმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ მიტოვებულ პოზიციებზე ხშირად პოულობენ ნარკოტიკულ პრეპარატებს, მათ შორის ოპოიდური და ეფედრინის რიგის. კირილოვმა ყველას შეახსენა, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში გერმანელ სამხედროებს პერვიტინის (წარმოებულ იყო ამფეტამინისგან) აბებს აძლევდნენ ფსიქოემოციური დატვირთვის შესამცირებლად. ანალოგიურ პრეპარატს იყენებდა აშშ ვიეტნამსა და კორეაში ომების დროს.

ასეთი პრეპარატების თანამდევი უარყოფითი ეფექტი, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას იწვევს, არის, პირველ რიგში, ჭარბი აგრესიულობა, რაც ხსნის ზოგიერთი უკრაინელი სამხედროს უკიდურეს სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ”, _ აღნიშნა რფ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ძლიერმოქმედი სტიმულატორების გამოყენების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით ჩვენ ვიკვლევთ სინჯებს მოცემული კლასის პრეპარატების არსებობაზე. მათი კვალი დიდხანს ინახება ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში, მაგალითად, თმის ღერებში _ ექვს თვემდე. ანალიზების შედეგებს გადავცემთ რფ-ის საგამოძიებო კომიტეტს და მათ გამოიყენებენ, როგორც მტკიცებულებებს, კიევის რეჟიმის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებისას”, _ აღნიშნა კირილოვმა.

Home ახალი ამბები მსოფლიო “პანდემიას ხელოვნურად კვებავდნენ” _ რფ-ის თავდაცვის სამინისტრო ეჭვობს აშშ-ის მონაწილეობას COVID-19-ის შექმნაში
ახალი ამბებიმსოფლიო
“პანდემიას ხელოვნურად კვებავდნენ” _ რფ-ის თავდაცვის სამინისტრო ეჭვობს აშშ-ის მონაწილეობას COVID-19-ის შექმნაში
აგვისტო 5, 2022 37

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ შეიძლება ჩართული იყოს კორონავირუსის პანდემიის გავრცელებაში. რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელის, გენერალ–ლეიტენანტ იგორ კირილოვის თქმით, “კორონავირუსის გავრცელებაში აშშ–ის ჩართულობაზე მიუთითებს კორონავირუსის უმრავლესობისთვის არადამახასიათებელი გენოვარიანტების ცვალებადობა, რომლებიც იწვევს დაავადებების სხვადასხვანაირ პიკს. ამაზე მიუთითებს, აგრეთვე, ლეტალობასა და კონტაგიოზურობაში (გადადება _ ლ.მ.) არსებითი განსხვავება, გეოგრაფიულად არათანაბარი გავრცელება და ეპიდემიური პროცესის ხასიათის არაპროგნოზირებულობა”, _ წერს russian.rt.com–ი.

იმის შესახებ, რომ აშშ, დიდი ალბათობით, ჩართულია SARS-Cov-2-ის გავრცელებაში, უფრო ადრე მიუთითა ავტორიტეტულ ჟურნალ The Lancet-ის კორონავირუსის კომისიის ხელმძღვანელმა ჯეფრი საქსმა, რომლის აზრით, კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი.

“კორონავირუსიSARS-Cov-2 შეიძლება შექმნილია ხელოვნურად, აშშ–ის მიერ ბიოტექნოლოგიების სფეროში მიღწევების გამოყენებით”, _ განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა უკრაინაში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე.

კირილოვმა ყურადღება გაამახვილა ვაშინგტონის ინტერესზე “ვიწრო მიმართულების” მქონე ბიოლოგიური საშუალებების შესწავლისადმი და ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებებზე, რომლებიც “გვაიძულებს, ახლებურად შევხედოთ” SARS-Cov-2-ის პანდემიის წარმოქმნასა და სამხედრო ბიოლოგების როლს დაავადებების გამომწვევების გავრცელებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ყველას შეახსენა, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ავტორიტეტულ ჟურნალ The Lancet-ის კორონავირუსის კომისიის ხელმძღვანელ ჯეფრი საქსის განცხადებით, “კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი და ეს, დიდი ალბათობით, მოხდა ბიოტექნოლოგიების სფეროში ამერიკელთა მიღწევების გამოყენებით”.

კირილოვის განმარტებით, ამაზე მიუთითებს კორონავირუსების უმეტესობისთვის არადამახასიათებელი გენოვარიანტების ცვალებადობა, რომლებიც იწვევს დაავადების სხვადასხვანაირ პიკს, ამაზე, აგრეთვე, მიუთითებს ლეტალობასა და კონტაგიოზურობაში არსებითი სხვაობა, გეოგრაფიულად არათანაბარი გავრცელება და ეპიდემიური პროცესის ხასიათის არაპროგნოზირებულობა.

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაავადებულთა ლოკალიზაციისა და იზოლაციისთვის გამოჩენილი ძალისხმევის მიუხედავად, პანდემია ხელოვნურად იკვებება ამა თუ იმ რეგიონში ვირუსის ახალი ვარიანტის შეტანით”, _ განაცხადა კირილოვმა. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის უწყების სპეციალისტები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ SARS-Cov-2-ის შექმნაში მონაწილეობდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. რუსეთის თავდაცვის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს სააგენტო 2009 წლიდან აფინანსებდა პროგრამას სახელწოდებით PREDICT-ი, რომლის ჩარჩოებშიც სწავლობდნენ კორონავირუსის ახალ სახეობებს და იჭერდნენ ღამურებს, რომლებსაც ეს დაავადება გადააქვთ.

“COVID-19-ის განვითარების სცენარის რეალიზაცია და USAID-ის მიერ 2019 წელს პროგრამა PREDICT-ის საგანგებო შეწყვეტა შესაძლებლობას გვაძლევს, ვივარაუდოთ პანდემიის მიზანმიმართულ ხასიათზე და მის წარმოქმნაში აშშ–ის ჩართულობაზე”, – აღნიშნა კირილოვმა.

გენერალ-ლეიტენანტის თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის მიმდინარეობისას რუსმა სამხედროებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მოწმობს, რომ 2019 წლიდან USAID და მისი ძირითადი კონტრაქტორი კომპანია “ლაბირინტ უკრაინა” მონაწილეობდნენ აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ პროგრამაში.

“დადგენილია, რომ “ლაბირინტ უკრაინა” ამერიკული კომპანია Labirinth Global Helth-ის ქვედანაყოფია, ხოლო მისი დამფუძნებლები არიან ყოფილი თანამშრომლები კომპანია Metabiota-სი, რომელიც პენტაგონის საკვანძო კონტრაქტორია სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის სფეროში”, _ განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ჩარჩოებში Labirinth Global Helth-ის ერთ-ერთი მიმართულება იყო კორონავირუსისა და მაიმუნის ყვავილის ვირუსის შესწავლა.

23 ივლისს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად გამოაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ მკაფიო ტენდენციას: ინფექციური დაავადებების გამომწვევები, რომლებიც პენტაგონის ინტერესების ზონაში მოხვდება, შემდგომ პანდემიის მსგავსად ვრცელდება, ამასთანავე, ამით სარგებელს ნახულობენ ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანიები და მათი მფარველი აშშ–ის დემოკრატიული პარტიის ლიდერები”, _ აღნიშნა კირილოვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები და ნარკოტიკული პრეპარატები

ბრიფინგზე კირილოვმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ მიტოვებულ პოზიციებზე ხშირად პოულობენ ნარკოტიკულ პრეპარატებს, მათ შორის ოპოიდური და ეფედრინის რიგის. კირილოვმა ყველას შეახსენა, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში გერმანელ სამხედროებს პერვიტინის (წარმოებულ იყო ამფეტამინისგან) აბებს აძლევდნენ ფსიქოემოციური დატვირთვის შესამცირებლად. ანალოგიურ პრეპარატს იყენებდა აშშ ვიეტნამსა და კორეაში ომების დროს.

ასეთი პრეპარატების თანამდევი უარყოფითი ეფექტი, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას იწვევს, არის, პირველ რიგში, ჭარბი აგრესიულობა, რაც ხსნის ზოგიერთი უკრაინელი სამხედროს უკიდურეს სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ”, _ აღნიშნა რფ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ძლიერმოქმედი სტიმულატორების გამოყენების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით ჩვენ ვიკვლევთ სინჯებს მოცემული კლასის პრეპარატების არსებობაზე. მათი კვალი დიდხანს ინახება ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში, მაგალითად, თმის ღერებში _ ექვს თვემდე. ანალიზების შედეგებს გადავცემთ რფ-ის საგამოძიებო კომიტეტს და მათ გამოიყენებენ, როგორც მტკიცებულებებს, კიევის რეჟიმის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებისას”, _ აღნიშნა კირილოვმა.

პრეპარატების გამოცდა უკრაინის მოქალაქეებზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, აგრეთვე, განაცხადეს, რომ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტ რუბეჟნოეში აღმოჩენილია მტკიცებულებები იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე ატარებდნენ კლინიკურ ცდებს არარეგისტრირებული პრეპარატებით, რომლებსაც სერიოზული უარყოფითი თანამდევი მოვლენები აქვს. ერთ-ერთ კვლევით ცენტრში, რომელიც პასუხისმგებელი იყო მოსახლეობისთვის სამედიცინო პრეპარატების კლინიკური გამოცდის ჩატარებაზე, ნაპოვნია დასავლელი შემკვეთების მონაწილეობის მტკიცებულებები ამ პროცესებში.

“ახალი ფარმპრეპარატების წარუმატებელი კვლევების შემთხვევებში რეპუტაციული რისკებისა და სასამართლო პროცესების თავიდან ასაცილებლად ამერიკული და ევროპული კომპანიები კლინიკურ ცდებს ატარებდნენ უკრაინის მოქალაქეებზე. საფასური მინიმალური იყო, სიკვდილის შემთხვევები კი _ ადვილად მისაჩქმალი. “მსგავსი პოლიტიკა “ჯდება” დასავლეთის კონცეფციაში, თავისი ტერიტორიიდან გაიტანონ “საერთაშორისო კანონმდებლობის თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო კვლევები”. ამ მიზნით უკრაინაში იყენებდნენ სამხედროებს, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, აგრეთვე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებს.

ბიოლოგიური იარაღი რუსეთის საზღვრებთან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ადრე ისაუბრა უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიების საქმიანობაზე. 16 მაისს მოსკოვში გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამიტზე მან განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილია ათეულობით სპეციალიზებული ბიოლაბორატორია, რომლებიც “სულაც არ არიან დაკავებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარებით. მათი ძირითადი მიზანი ბიოლოგიური მასალის მოპოვება და შესწავლაა სახიფათო ვირუსებისა და დაავადებების გავრცელების მიზნით”, _ თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ნაპოვნია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევით ქმნიდნენ ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებს, აგრეთვე, მუშავდებოდა ეპიდემიოლოგიური ვითარების დესტაბილიზაციის მეთოდები და მექანიზმები პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ლუკა მაისურაძე. Geworld.ge.