მჟავანაძის ღამის სიზმარი

აღნიშნული ვიდეო ღამის ტკბილ სიზმარს ჰგავს. მჟავანაძეს ან კარგი სიზმარი დაესიზმრა, ან კიდევ ქართულ ფილმში რომ არის (ძველი ტელევიზორი იპოვა წინასწარ რომ უჩვენებს ახალ ამბებს და ფეხბურთის მაჩის ანგარიშებს). მაგას რა ჯობია თუ რუსეთთან ურთიერთობებს დავალაგებთ, აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ, ლომჯარიებს გავასამართლებთ. ეს მართლა ქართული ოცნებაა, მაგრამ ფსევდო ქართული ოცნების ხელში ეს გამორიცხულია. ჩვენი ხელისუფლება არც რუსეთს დაელაპარაკება და არც ლომჯარიებს გაასამართლებს. თუ ღამის ტკბილი სიზმრის ახდენა გვინდა სხვები უნდა დავსვათ სათავეში ვინც ამას გააკეთებს.