უკრაინა დღეს ქვეყანა ტერორისტია, რომელიც საქართველოს ომით ემუქრება და უკრაინის შეიარაღებული ძალები, ქართველ დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად საქართველოში ჩასვლას აპირებენ.

რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: უკრაინა საქართველოს ომით ემუქრება!
„ევროკავშირი არ ესატყვისება თავის ჰიმნს, – განაცხადა “საქინფორმი”-ს მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა NEWS FRONT-თან ინტერვიუში, – თუ საქართველოს დღეს ევროკავშირში მიიღებენ, ხვალ ის რუსეთს უნდა ეომოს”.

– ბატონო არნო, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ევროსაბჭომ საქართველოს დუჟინი პირობა დაუყენა, რომელთა ინპლემენტაციამ ავტომატურად მიანიჭებს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, შესრულების ვადაც მისცეს – წლის ბოლომდეო. რას ნიშნავს ეს? და თუ საქართველოში სხვადასხვა მიზეზის გამო ექვს თვეში ვერ მოასწრებენ?

– ღმერთმა უკვე მერამდენედ იხსნა საქართველო სრული დაღუპვისაგან. უკრაინასა და მოლდოვას მსგავსად კანდიდატის სტატუსი რომ მოენიჭებინათ, დღეს რუსთაველის გამზირზე გეი-პარადი ჩატარდებოდა! ანუ ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ვალდებულებებს მივიღებდით, ყოველგვარი უფლებების გარეშე. იარსებებს თავად ევროკავშირი, მაგალითად, 20 წელიწადში – გაწევრების მინიმალური ვადა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს? აგერ, თურქეთი უკვე 23 წელია უპერსპეკტივოდ ელოდება… თუნდაც დავუშვათ, რომ საქართველო დღეს პირდაპირ ევროკავშირში მიიღეს, კანდიდატის ვადის გვერდის ავლით, მეორე დღესვე ის ვალდებული იქნება, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მას ომი დაუწყოს – უკრაინას იარაღი მიაწოდოს!

„ევროქართველებს“ კი ჰგონიათ, რომ თუ საქართველოს ევროკავშირში მიიღებენ, ფეხიფეხგადადებულები ათასობით ევროს მიიღებენ და პარიზებში ისეირნებენ! ისინი არაფერში იღებდნენ ფულს ივანიშვილისგან და ფიქრობდნენ, რომ ყოველთვის ასე იქნებოდა! აი რატომ აიჯაგრნენ დღეს ივანიშვილზე! ახლა შურისძიება სწყურიათ – „დეოლიგარქიზაცია“, ანუ მისი ქონების ექსპროპრიაცია და ერთმანეთში გაყოფა! მადლობა ღმერთს, “ევროქართველები” საქართველოში უმცირესობაა, რაოდენობრივი და სხვა ცნობილი მნიშვნელობით. უმაღლეს რადაში უკრაინის ამავე სახელწოდების მმართველი პარტიიდან უმრავლესობის – ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და პირადად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან“. „მონაცემები საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და საქართველოდან ბევრი პროსახელისუფლებო დეპუტატის და მინისტრის ანგარიშების შესახებ მალე გახდება ხელმისაწვდომი… ბიძინა ივანიშვილი ჩართულია იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში“, – წერს არახამია თავის ტელეგრამ-არხზე. „იმედები უნდა გავუცრუო ყველას, ვინც ფულის შოვნას უკრაინელების სიკვდილზე გადაწყვიტა. ეს არ მოხდება. პირველმა ბატონმა ივანიშვილმა უნდა მოემზადოს. მალე ავფრინდებით და ეს არ იქნება ტურისტული მოგზაურობა“, – აცხადებს არახამია. რას ნიშნავს ეს?

– რომ უკრაინა დღეს ქვეყანა ტერორისტია, რომელიც საქართველოს ომით ემუქრება და უკრაინის შეიარაღებული ძალები, ქართველ დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად საქართველოში ჩასვლას აპირებენ, რათა დაამხონ ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც უარი თქვა რუსეთისთვის ომის გამოცხადებაზე – აფხაზეთსა და ცხინვალში “მეორე ფრონტის” გახსნაზე! ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მალე გადმოჯდება უკრაინული დესანტი – ტერორისტები, რომლებიც ივანიშვილს გაუსწორდებიან და სააკაშვილს გაათავისუფლებენ! უკრაინა დღეს ავადაა, როგორც გერმანია გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, რადგან მხოლოდ ავადმყოფ ქვეყანას შეიძლება ხელმძღვანელობაში ჰყავდეს ნაცისტები – ქართველები სააკაშვილი და არახამია. „ჰარამი“ – სპარსული სიტყვაა, და ნიშნავს „ცოდვას“, „სამარცხვინოს“, „დაწყევლილს“. ცნობილი ევროპელი ბილდტი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვიერ შეურაცხოფას უყენებს, ტყუილუბრალოდ როდი “ბილწი” ნიშნავს “უწმაწურს“. ვის სჭირდება ასეთი ევროპა, რომელიც კანდიდატის სტატუსს ანიჭებს ასეთ უკრაინას?!

– მაგრამ, მაშინ, რატომ ჟღერს თბილისში მიტინგებზე ევროპის ჰიმნი და ათასობით ქართველს ევროპის გარეშე სიცოცხლე არ სურთ?

– ესენი, ძირითადად, ხარბი„ევროქართველები“ და მათ მიერ გაბრიყვებული ახალგაზრდები არიან. რუსთაველის გამზირზე შეკრებილთაგან რამდენმა იცის, რომ ევროპის ჰიმნი ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალია, შილერის ოდაზე „გასახარად“ დაწერილი, ოღონდ ჰერბერტ ფონ კარაიანის საორკესტრო არანჟირებაში?! მოვიყვან ერთ კუპლეტს და მის მისამღერს. saqinfo.