ბიზნეს პერსონა 2022 წლის გრანდიოზულ დაჯილდოებას ამ ჯერად ზუგდიდმა უმასპინძლა!

მედია სააგენტო TVM NEWS-მა ამჯერად გრანდიოზული
მეგა პროექტი Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი ათ აგვისტოს ზუგდიდში გამართა. ოფიციალური მხარდამჭერი იყო ზუგდიდის მერია.

ნომინაციაში სამეგრელოში მოღვაწე 50-მდე მონაწილე, ბიზნეს პერსონა დაჯილდოვდა.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მეწარმეები, ბიზნესმენები, ფერმერები, რეგიონის კოლორიტები და ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი დაუღალავი შრომით ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებენ.

მეგა პროექტ: ბიზნეს პერსონა 2022-ის ექსკლუზიური ავტორი და ორგანიზატორი, ჟურნალისტი მარიამ შენგელიას თქმით, ღონისძიების მიზანი სწორედ ამ ადამიანების ღვაწლის დაფასება იყო.

საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად, თბილისიდან საგანგებოდ მოწვეული მომღერლები: ნუგზარ კვაშალი, ზურაბ კობეშავიძე და მაკა ქაჯაია ალამაზებდნენ.

საღამო იონა მეუნარგიას სახელობის მუზეუმის ხელმძღვანელ შალვა ქარჩავას მიყავდა.

ნომინაციაში გამარჯვებულმა ბიზნეს პერსონებმა სპეციალურ ბანერზე ისტორიული ხელმოწერები დატოვეს, რომელიც იონა მეუნარგიას სახელობის მუზეუმში განთავსდება წლების მანძილზე.

ორგანიზატორებს არც კოლეგები გამორჩათ უყურადღებოდ.

“წლის მედია ბიზნეს პერსონა” დაჯილდოვდნენ მედიაჰოლდინგ “ჰერეთის” რეგიონული ჟურნალისტი თეა შონია და საღამოს მხარდამჭერი ტელერადიო კომპანიას “ოდიშის” ჟურნალისტი ნანა ქობალია.

მეგა დაჯილდოება მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება და მოიცავს თითქმის ყველა რეგიონს.

იგი 2013 წლიდან წარმატებულად ტარდება.

პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, რუსული ენის ცენტრი-ხელმძღვანელი ელისო კეზუა.

ახალგაზრდა მწერალთა და
შემოქმედთა ორგანიზაცია
,,ერთობის ძალა”.

იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი, პატრიოტი 77-ის გენ. დირექტორი: გიორგი ბეჟანიშვილი, რომელმაც სპეციალური ჯილდოთი დაასაჩუქრა აფხაზეთიდან ჩამოსული ბიზნეს პერსონა, ქართული ღვინის სახლი, რომლის არაჩვეულებრივი შავი და თეთრი ღვინით გაუმასპინძლდნენ იქ დამსწრე სტუმრებს, ხოლო უგემრიელესი კორპორაციული ტორტი დაამზადა წალენჯიხაში მდებარე საკონდიტრო: “იას ტორტებმა”. 

მედია სააგენტო “მულტი მედია” და მისი დამფუძნებელი გიორგი ლაღიძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია.

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელი გახლდათ, ზუგდიდში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რესტორანი “ბაგრატიონი” და თბილისელ ცნობად სახეებს და მომღერლებს უმასპინძლა ახლად გახსნილმა სასტუმრო: “შოგიმ”, რომელმაც თბილისელი მომღერლებისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

ავ. თეა შონია

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი ყველა მონაწილეს და პროექტის ყველა მხარდამჭერს დიდ მადლობას უხდის და მალე უფრო გრანდიოზულ პროექტებს პირდება.