სამოდელო სააგენტოების ,,კატრინი,, -სა ( საქართველო) და ,,ინტერსოუნდი,,-ს ხელმძღვანელობით უკვე მეოთხე წელია საქართველოში საერთაშორისო სილამაზისა და ტალანტის კონკურსის ფინალი ,, მის და მისტერ პლანეტა,, ტარდება. 2018 წელს თბილისს- 25 ქვეყნის ფინალისტი ,,მისი,, და ,,მისტერი,, ესტუმრა საერთაშორისო ჟიურის თანხლებით. ერთი კვირის განმავლობაში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ტურები და აქტივობები: გამწვანების აქცია- საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან ერთად, ექსკურსია თბილისში, მცხეთაში და კახეთში, ნაციონალური სამოსი ტური, შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ტალანტ შოუ, საქველომოქმედო საღამო, ფოტოესესია და ასე შემდეგ. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო სასტუმრო ,, გოლდენ პალასს,, ( სადაც სტუმრები იყვნენ განთავსებული) და მის მფლობელს ბატონ გიორგი ბოლაშვილს. ფინალი 29 სექტემბერს სასტუმრო ,, ბილტმორში,, გაიმართა- კონკურსანტების ვარცხნილობაზე იზრუნა სილამაზის სალონმა ,, სოფიე,, რომლებიც სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდნენ. კონკურსზე წარმოდგენილი იყვნენ კონკურსანტები: ნაციონალური სამოსით, საცურაო კოსტუმებით და კლასიკური ჩაცმულობით. საღამო ნინი შერმადინმა და მარკუს მეტრეველმა გახსნა. აგრეთვე 2 კლიპის პრეზენტაცია გაიმართა: 1 ნინი შერმადინის რომლის სიმღერის ავტორი თავად გახლავთ, ხოლო მეორე კი ,,მსოფლიოს პრინცესები,, სხვადასხვა საერთაშოროსო კონკურსებში გამარჯვებულები: ანასტასია ბაკურაძე და მარიამ ბერძენიშვილი-მუსიკის ავტორი- ნან მესხი, კლიპი გადაღებულ იქნა რუმინეთში. კონკურსის ბოლოს საერთაშორისო ჟიურიმ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ნომინაციები ესე გადანაწილდა: ხოლო ქალბატონ ეთერ ყიფიანის მიერ დამზადებული ოქროს გვირგვინი კი უკრაინის ,,მის,, ერგო. მე ვარ ძალიან ამაყი ამბობს ეკა მგალობლიშვილი: თქვენ მოისმინეთ რომ თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ამოდიოდა სცენაზე და ამბობდა: ,,საქართველო ჩემი მეორე სახლიაო,, – ამ ყველაფერს მე მარტო ვერ შევძლებდი, თითოეულ ქართველს მინდა მადლობა გადაგიხადოთ.
Mr. Planet (Talent) Thailand- Chalaphon Karnwattani Mr. Planet (Beauty) Azerbaijan – Emil Gasimov 1st Runner up: Portugal -Diogo Andre Luís 2nd Runner up: India-Sahil Hansrajani 3rd Runner up: Georgia-Luka Tigishvili Miss Planet (Talent) Bulgaria Tamara Georgieva Miss Planet (beauty) Ukraine – Olena Firut 1st Runner up: Georgia – Nino Gvelesiani 2nd Runner up: Russia- Zlata Pismakova 3rd Runner up: South Africa- Elanie Lampbrecht








