28 სექტემბერს ბიზნეს ლედი 2018-ის დაჯილდოვებას რესტორანმა ლაზიკამ პომპეზურად უმასპინძლა

რუსთავში, რესტორან ლაზიკაში “ბიზნეს ლედი 2018”-ის დაჯილდოვების ცერემონიალი 28 სექტემბერს გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით საქმიანი და წარმატებული მანდილოსნები იღებდნენ, მათ შორის 6 რუსთავიდან იყო. ესენი არიან: შორენა წურქავა, შორენა სვიანაძე-მაჭავარიანი, ლიკა ღუღუნიშვილი, ნინო ქურდაძე, მერი ლოლაძე და თეო გურჩიანი.

15 კაციან ჟიურის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თავმჯდომარეობდა. ჟიურის წევრი იყო “ინფო რუსთავის” დირექტორი გიორგი ჩომახაშვილი, ხოლო “ინფო რუსთავი” ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორი.

“ბიზნეს ლედის” დაჯილდოებამდე დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო სილამაზის კონკურსის მონაწილეები წარუდგნენ. შესრულდა მუსიკალური ნომრები, რის შემდეგაც დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი. რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულების დასახელების შემდეგ გამოვლინდა ყველაზე პატარა 13 წლის ბიზნეს ლედი-ქრისტინე კაპანაძე, რომელსაც საკუთარი ქორეოგრაფიული სტუდია „განგა“ აქვს და თვითონ ხელმძღვანელობს, დადგა დრო დაესახელებინათ “ბიზნეს ლედი 2018”, წამყვანმა რუსთაველი ბიზნეს ლედის, შორენა წურქავას სახელი ამოიკითხა.

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი მადლიერებას გამოხატავს ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების მისამართით, მადლობას ვუხდით ქ. რუსთავის მთავრობას კომპედენტური ჟიურისთვის. ასევე მადლობას უხდის პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებს: „ჰეფი და გრანდ ტაქს“, რომელმაც მაღალდონეზე იზრუნა ჩვენი უცხოელი სტუმრების კომფორტულ ტრანსპორტირებაზე, რისთვისაც მის ხელმძღვანელ ქალბატონ ნინო ქურდაძეს-„ბიზნეს შარმ 2018“-ის ტიტულის მფლობელს ვუხდით დიდ მადლობას. სამოდელო სააგენტო „კატრინს“ და მის ხელმძღვანელ ქალბატონ-ეკა მგალობლიშვილს. MY TOURS-ის დაწესებული საგზურებისთვის მადლობას ვუხდით ბატონ გიორგი გიორგაშვილს, კომპანია დუგლაძის ღვინოს, ინფო რუსთავის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ჩომახაშვილს ვრცელი სიუჟეტის მომზადებისთვის და პროექტის მხარდაჭერისთვის, ყველა მედია მხარდამჭერს და რუსთავი 2-ის ტელევიზიას დილის სიუჟეტისთვის ვუხდით მადლობას და განსაკუთრებული მადლობა ბიზნეს ლედი 2018-ის პროექტის ოფიციალურ მასპინძელ რესტორან „ლაზიკას“ და მის ხელმძღვანელ ნიკოლოზ ხრიკაძეს და მის არაჩვეულებრივ მეუღლეს „ბიზნეს მეგობრობა 2018“ს – ნათია კაპანაძეს, ასევე ლაზიკას მენეჯერს -გიორგი ლომიძეს და რესტორნის მთლიან კოლექტივს გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს პროექტი ვერ შედგებოდა, რომ არ ყოფილიყო რესტორანი „ლაზიკა“. რესტორანი, რომელსაც თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი უცხოელი სტუმარი ანდოთ და იგი შეიგრძნობს ქართველი ხალხის სულისკვეთებას.